,, 60 ცოტაა,86 უნდა დაგეწერათ” – ინგა გრიგოლია ,,ოცნებას”

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ,,იმედის” მიერ გამოქვეყნებულ ,,გორბის” კვლევას ასე ეხმაურება:
,,ფხუკ😀😀😀ქოცების კვლევები 😂😂 ეგრე დაიწყნარეთ გულები,კი😂 60 ცოტაა,86 უნდა დაგეწერათ)))))”

ცნობისათვის, იმედის დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მიხედვით, ამ კვირაში რომ იყოს, ქართულ ოცნებას 60.4% მისცემდა ხმას, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და სტრატეგია აღმაშენებლის გამარჯვების პლატფორმას – 12.6%. ლელოს 4.7%, ევროპულ საქართველოს 4.5%, გიორგი გახარიას პარტიას კი – 3.7%.
გორბის ჩატარებული კვლევის მიხედვით, გირჩი-მეტი თავისუფლება/დროას ერთობას გამოკითხულთა 3% მისცემდა ხმას, პარტია ახალს 1.6%, გირჩს კი – 1.4%. TV იმედი აღნიშნავს, რომ ახალი კითხვარში არ იყო, რადგან პარტია ოფიციალურად საველე სამუშაოებისას დაფუძნდა და მონაცემი რესპონდენტების სპონტანურ პასუხებს ეფუძნება.
საერთაშორისო კვლევითმა ცენტრმა გორბმა გამოკითხვა ტელეკომპანია იმედის დაკვეთით 11-18 მარტის პერიოდში ჩაატარა. კვლევა ქვეყნის მასშტაბით, პირდაპირი გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. გამოიკითხა ჯამში 1 711 რესპონდენტი. ცდომილების ზღვარი +-3%-ია.

ასევე დაგაინტერესებთ

არჩილ გორდულაძე – ქურდს ქუდი ეწვისო – მიხეილ სააკაშვილს წამოსცდა, რომ აქციები, რომლებიც ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე მიმდინარეობს, თურმე „ნაციონალური მოძრაობის“ დაორგანიზებული ყოფილა!

თეა ზაქარაძე – პოლიტიკაში ვერ ჩავერევი, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ქვეყანას და ჩვენს ბიზნესს – ავიაციას სიმშვიდე და სტაბილურობა სჭირდება – თუ ამისთვის ახალი არჩევნები იქნება გამოსავალი, ეს ნაბიჯი უნდა გადაიდგას