60%-ს ბევრად აღემატება ჩვენი პარტიული შედეგი ქვეყნის მასშტაბით, 65%-ზე მაღალია კახა კალაძის რეიტინგი, ჩვენი კვლევების თანახმად, 64-ვე მუნიციპალიტეტში დიდი უპირატესობით ვიგებთ არჩევნებს, ლოგიკურია „ლელოს“ გადაწყვეტილება კვლევების არგამოქვეყნები

60%-ს ბევრად აღემატება ჩვენი პარტიული შედეგი ქვეყნის მასშტაბით, 65%-ზე მაღალია კახა კალაძის რეიტინგი, ჩვენი კვლევების თანახმად, 64-ვე მუნიციპალიტეტში დიდი უპირატესობით ვიგებთ არჩევნებს, ლოგიკურია „ლელოს“ გადაწყვეტილება კვლევების არგამოქვეყნები
ჩვენ ვიცით რა არის რეალური სურათი. 60%-ს ბევრად აღემატება ჩვენი პარტიული შედეგი ქვეყნის მასშტაბით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც პარტია „ლელოს“ დაკვეთით ჩატარებულ კვლევას ეხებოდა.
პრემიერის თქმით, ასეთ დროს შეუძლებელია მათთვის კვლევების გამოქვეყნება, რადგან წინასწარ უნდა აღიარონ საკუთარი მარცხი.
„თბილისში დაახლოებით 55%-ია ჩვენი პარტიული შედეგი და შეიძლება 60%-მდეც მივიღოთ უშუალოდ თბილისში პარტიული ხაზით. რაც შეეხება კახა კალაძის რეიტინგს, 65%-ზე მაღალია მისი რეიტინგი. ასეთ პირობებში მათ ძალიან გაუჭირდებათ კვლევების გამოქვეყნება. ასევე, ჩვენი კვლევების თანახმად, 64-ვე მუნიციპალიტეტში დიდი უპირატესობით ვიგებთ არჩევნებს. ასეთ დროს შეუძლებელია მათთვის კვლევების გამოქვეყნება, მაშინ წინასწარ უნდა აღიარონ საკუთარი მარცხი. შესაბამისად, ლოგიკურია მათი გადაწყვეტილება კვლევების არგამოქვეყნების თაობაზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
Previous: ჩემთვის დიდი პატივია ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მე-7 სამიტში მონაწილეობა, ჩვენი სტრატეგიული ადგილმდებარეობა აუცილებელია ევროპასა და შავი ზღვის რეგიონში კავშირების გასაძლიერებლად, ამ ძირითად საკითხებზე ევროპელ პარტნიორებთან მნიშვნელოვანი თანამშრომლობა კვლავ გადამწყვეტი მნიშვნელობისაა

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი „იგლ ჰილსის“ პროექტზე: მიუხედავად ასეთი მსხვილი და უპრეცედენტო ინვესტიციისა, სახელმწიფოს არ აქვს აღებული რაიმე სახის ფინანსური ვალდებულება და არ გაუცია საგამონაკლისო რეჟიმი უშუალოდ ამ ინვესტორისთვის

შეუძლებელია Eagle Hills-ის ინვესტიცია განხორციელდეს სხვა დარგების მონაწილეობის გარეშე, პროცესში ჩართული იქნება ბევრი ქართული კომპანია, როგორც კონტრაქტორი და ქვეკონტრაქტორი – ჯემალ ინაიშვილი