ლარი დოლართან 1.56 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან – 1.79 თეთრით. 11 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.8646 ლარია, ერთი ევროსი – 3.0763 ლარი.
რუსული კანონის მიღების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა ლარის სტაბილურობისთვის რეზერვებიდან 168 700 000 აშშ დოლარი გაყიდა, მათ შორის, 60 მილიონი დოლარი დღეს, 11 ივნისს.
