6-7 ივნისს საცხე-ჯავახეთში გასტრონომიული ფესტივალი “გემოფესტი” გაიმართება

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, სამცხე-ჯავახეთში, 6-7 ივნისს გაიმართება „გემოფესტი“ – გასტრონომიული ფესტივალი, რომელიც რეგიონში კულინარიული ტრადიციებისა და მრავალფეროვანი გემოების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.“ფესტივალის ფარგლებში სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ მესხური და ქართული სამზარეულოს უნიკალური კერძები, გაეცნონ ადგილობრივ პროდუქტებს, დაესწრონ კულინარიულ მასტერკლასებსა და კულტურულ ღონისძიებებს.„გემოფესტი“ აერთიანებს, როგორც ადგილობრივ მეწარმეებსა და ფერმერებს, ისე ტურისტებსა და გასტრონომიის მოყვარულებს, ქმნის განსაკუთრებულ გარემოს გამოცდილების გაზიარებისა და რეგიონის ტურისტული პოტენციალის წარმოსაჩენად.გეპატიჟებით, გახდეთ ამ მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი ღონისძიების ნაწილი”, – ნათქვამია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომენტარები კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი – ჩვენთვის თავიდან ბოლომდე დაკარგა ინტერესი, ბრიტანელები რას განაცხადებენ, ვინაიდან ვხედავთ, რომ თავიდან ბოლომდე არიან არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, „დიფ სთეითის“ გავლენების ქვეშ

დეკანოზი ანდრია: სასურველია, რომ ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით პოლემიკამ არ მიიღოს ისეთი ხასიათი, რაც საზოგადოებაში განხეთქილებას შემოიტანს. დაველოდოთ სინოდის წევრების გადაწყვეტილებას