6 წლამდე ავტომობილების განბაჟებაც ძვირდება

საგადასახადო კოდექსში ინიციირებული ცვლილებებით, აქციზის გადასახადი ახალ, 6 წლამდე ავტომობილებზეც იზრდება.კანონპროექტით, 0-დან 6 წლის ჩათვლით მსუბუქი ავტომობილისთვის აქციზის განაკვეთი კუბურ სანტიმეტრზე 1,50 ლარი იქნება. დღეს მოქმედი აქციზის განაკვეთი ახალი მანქანებისთვის 0,8 ლარიდან 1,5 ლარამდე იყო.აქციზის განაკვეთები მოქმედი კოდექსის მიხედვით.„კანონის მიღება აუცილებელია იმისთვის, რომ შეიქმნას სტაბილური და პროგნოზირებადი საგადასახადო გარემო 0-დან 6 წლის ასაკის ჩათვლით მსუბუქ ავტომობილებზე, ზომიერი და ერთიანი აქციზის განაკვეთის დაწესების, ხოლო 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის მნიშვნელოვნად გაზრდის გზით“, — წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.შეგახსენებთ, რომ 6 წელზე მეტი ხნის ავტომობილებისთვის განბაჟების საფასური კუბურ სანტიმეტრზე 4.5 ლარი იქნება.ავტომობილის აქციზის გადასახადი ძრავის მოცულობის (კუბების) და ავტომობილის წლოვანების მიხედვით იანგარიშება. მაგალითად, მანქანა, რომელსაც „ორიანი ძრავა“ აქვს, ეს ნიშნავს, რომ მისი მოცულობა არის 2,000 კუბური სანტიმეტრი. 1.5-იანი ძრავა ნიშნავს 1,500 კუბურ სანტიმეტრს და ა.შ.4,5 ლარი ერთ კუბზე ნიშნავს, რომ გადასახადი პირდაპირ დამოკიდებული იქნება ძრავის სიდიდეზე.ანუ, თუ პირობითად შემოგყავთ 6 წელზე უფროსი ავტომობილი, ფორმულა ასეთია:ძრავის მოცულობა მრავლდება 4,5 ლარზე:ეკონომიური მანქანა (1.5 ძრავა): 1500 X 4.5 = 6750 ლარი.სტანდარტული სედანი (2.0 ძრავა): 2000 X 4.5 = 9000 ლარი.ჯიპი (3.0 ძრავა): 3,000 X 4.5 = 13 500 ლარი.6+ ასაკის მანქანების შემოყვანა აღარ აიკრძალება, თუმცა გაძვირდება

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას