,,6-საათიანი მოამბის პროდიუსინგზე ვთქვი უარი, რადგან მე ვასკას გულწრფელობაში უბრალოდ ეჭვი მეპარება“ – ,,მოამბის” პროდიუსერი

პროდიუსერმა თამუნა კენკიშვილმა საზმაუს სამეურვეო საბჭოს სხდომაზე განაცხადა:
,,6-საათიანი მოამბის პროდიუსინგზე ვთქვი უარი, რადგან მე ვასკას გულწრფელობაში უბრალოდ ეჭვი მეპარება. 29 ან 28 ნოემბერს ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი სრულიად მოულოდნელად, ისე, რომ წინაპირობა უბრალოდ არ ყოფილა, რომ რამის გაშუქებით უკმაყოფილო ყოფილიყო, გავიდა ეთერიდან და აღარ დაბრუნებულა, სანამ ჩვენ გავიგებდით ამ ამბის შესახებ, სოციალურ ქსელში დაიწერა, რომ ვასილმა პროტესტის ნიშნად დატოვა ეთერი, მესამე თუ მეოთხე დღეს
ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი შევიდა ეთერში და თქვა, რომ არის ამ არხის პრობლემა.
[…] სალომე ზურაბიშვილმა მიიწვია ჟურნალისტები, მათ შორის დაზარალებული ჟურნალისტები და მათ შორის იყო ვასილ ივანოვ-ჩიქოვანიც და მას მამაცობისთვის გადასცა მედალი, რომელსაც არ ვიცი, 7 საათზე რომ დაიხურავდა ქუდს, იმ პერიოდში, როცა ჩვენ მართლა 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობდით, ის სამსახურში არ ყოფილა.
ის ველზე არ ყოფილა. მას გაზი არ ჩაუყლაპავს და მან მიიღო ჯილდო”.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – აუცილებელია კოორდინაცია, იყო შემთხვევები, როდესაც მოხალისეები ჩაერთნენ საქმეში და დამატებითი რესურსის მობილიზება დასჭირდა სამაშველო სამსახურს, რათა მოეხდინა ამ ადამიანების გამოყვანა კონკრეტული ადგილებიდან

ირაკლი კობახიძე – სოფლების ძალიან დიდი ნაწილი მოწყვეტილია გარე სამყაროს – გეგმა არსებობს, ვითარება რთულია, გამოწვევა არის ძალიან ბევრი, თუმცა ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვიმუშაოთ ყველა პრობლემის გადაჭრაზე