6 მიზეზი რატომაც უნდა შეიწყალოს პრეზიდენტმა ლაზარე – დავით ზურაბიშვილი

ვფიქრობ, პრეზიდენტმა აუცილებლად უნდა შეიწყალოს და საამისოდ მას აქვს მიზეზთა მთელი კასკადი, რომელთაგან ნებისმიერი საკმარისია შეწყალების გადაწყვეტილებისთვის და ერთობლიობაში ხომ საერთოდ.
1. ლაზარეს არ უმტკიცდება მოლოტოვის კოქტეილის სროლა. ის არსად ფიქსირდება არც კამერებში და არც არანაირი მოწმის ჩვენება არ არსებობს მის წინააღმდეგ, გარდა ორი პოლიციელის საკმაოდ არეული და არადამაჯერებელი მონათხრობისა. 2. მისი დაპატიმრების მოტივი რომ პოლიტიკურია, ეს პრაქტიკულად ნაღიარები აქვს თავად ხელისუფლებას, როდესაც უმაღლესი თანამდებობის პირები ხაზგასმით ლაპარაკობდნენ პროტესტში მონაწილე ახალგზრდების სატანისტობასა და გაურკვეველ ორიენტაციაზე. არსებობს სრულიად არგუმენტირებული ვარაუდი, რომ დასჯის ობიექტი ხელისუფლებამ სპეციალურად შეარჩია მისი გარეგნობის გამო და ლაზარე ამ შემთხვევაში უნდა გამხდარიყო მათი პროპაგანდის ვიზუალური დადასტურება ქართველი ობივატელის თვალში 3. რომც დამტკიცებული იყოს მოლოტოვის კოქტეილის სროლის ფაქტი (არადა არ არის), იმის გათვალისწინებით, რომ ეს იყო მასობრივი საპროტესტო აქციის დარბევის პასუხად და არავინ სერიოზულად არ დაზარალებულა, 9 წელი ყველა ვარიანტში ზედმეტად მკაცრი სასჯელია. 4. რუსული კანონის განმეორებით შემოტანის შემდეგ, ამ თემაზე შარშანდელი აქციების მონაწილის ასე სამაგალითოდ დასჯა საპროტესტი განწყობის ახალგაზრდების ერთგვარი შანტაჟი და დაშინების მცდელობაა. 5. რაც არ უნდა ქნას აწი პრეზიდენტმა, ს, და, შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებისა და მისი მომხრეების გულს მაინც ვერ მოიგებს. მას მაინც “რადიკალ ნაცს” დაუძახებენ. შეწყალებაზე უარის თქმა კი პრეზიდენტის ავტორიტეტს ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებაში სერიოზულად დააზიანებს.
6. მეექვსეს ჩამონათვალში მხოლოდ იმიტომ ვწერ, მერე ოცნების პროპაგანდამ ნაცობა არ დამწამოს, აქაოდა ხომ ხედავთ ხუთი მიზეზი დაასახელა, 5 კი ნაცების რიცხვიაო, თორემ სინამდვილეში არ მჭირდება. რაც ზემოთ ჩამოვთვალე, ვფიქრობ ისიც საკმარისზე მეტია გადაწყვეტილების მისაღებად.