6 თვის მაჩვენებლებით, სადაზღვევო სექტორში ზრდის ტემპი ნელდება – “არდი”

“არდის” გენერალური დირექტორი წლის პირველი ნახევრის შედეგებზე დაყრდნობით ამბობს, რომ სადაზღვევო სექტორში ზრდის ტემპი შენელდა. მიხეილ ჯაფარიძის შეფასებით, ბიზნესის მართვის ხარჯები ბევრად უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე კომპანიების შემოსავლები, რაც დამაფიქრებელი პარამეტრებია.
“6 თვეში იგივე ტენდენცია გვაქვს, რაც გვქონდა პირველ კვარტალში, რა დროსაც იყო ასიმეტრია, რაც გაგრძელდა მეორე კვარტალშიც, რაც გულისხმობს იმას, რომ ზრდის ტემპი ნელდება. თუ შარშან 6 თვეში ზრდა იყო 20,5% მთელი სადაზღვევო ბაზრის, წელს გვაქვს 12,5%, რაც დასაფიქრებელია და ვაკვირდებით, რატომ მოხდა ასე და გაგრძელდება თუ არა.
წმინდა მოგება სადაზღვევოების შემცირებულია, რაც ძირითადად დაკავშირებულია იმასთან, რომ რეალურად კომპანიებს უფრო მეტი დანახარჯის გაღება უწევთ ადმინისტრირების კუთხით, რომ მართონ კომპანია. აქ ზრდა არის ტექნოლოგიურ დანახარჯებში, ხელფასებში, აქედან გამომდინარე წმინდა მოგება მცირდება.
ისტორიულად შემოსავლებთან შედარებით წმინდა მოგება ყოველთვის მცირე იყო, მაგრამ შემცირების ტენდენცია თავის მხრივ ნიშანდობლივია რატომ ხდება ასე, ბევრი ცვლადია და ვაკვირდებით, თუმცა ადმინისტრაციული, მართვის ხარჯები ბევრად სწრაფად იზრდება, ვიდრე სადაზღვევო კომპანიების შემოსავლები. ეს იწვევს ასიმეტრიას. თუ ეს შემდეგ კვარტლებშიც გაგრძელდა მაშინ დასაფიქრებელი იქნება რაღაც სიახლე სჭირდება ბაზარს, რაღაც ასიმეტრიაა, რომელზედაც ყურადღებაა მისაქცევი.
მაინც მთავარი იქნება წელი როგორ დაიხურება, თუმცა 6 თვე გარკვეულ ნიშნებს გვაძლევს”,-აცხადებს მიხეილ ჯაფარიძე.