“6 თვე მომეცი და “ნაპოლის” სკუდეტოს მოვაგებინებ” – მაცარისა და დე ლაურენტისს შორის საუბარი შედგა

გავლენიანი იტალიური გამოცემების ცნობით, “ნაპოლი” რამდენიმე საათში რუდი გარსიას გათავისუფლებას ოფიციალურად დაადასტურებს.
“პარტენოპეი” ფრანგი სპეცილისტის შემცვლელად 3 კანდიდატურას განიხილავს. “ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მოლაპარაკებებს იგორ ტუდორთან, ვალტერ მაცარისთან და ფაბიო კანავაროსთან აწარმოებს.
Canale 21-ის ცნობით, მაცარი დე ლაურენტისს შეჰპირდა, რომ თუ არჩევანს მასზე მეორედაც გააკეთებს, “პარტენოპეის” ჩემპიონობას მოუტანს, სანაცვლოდ კი მხოლოდ 6-თვიან კონტრაქტს ითხოვს; თუ გუნდს სკუდეტოს მოაგებინებს ან ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გაიყვანს, 1-წლიან ხელშეკრულებას მოითხოვს.
შეგახსენებთ, მაცარი “ნაპოლის” 2009/13 წლებში წვრთნიდა.