6 თვეში უბილეთო მგზავრობისთვის 1,7 მლნ ლარის ჯარიმა გამოიწერა

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, მიმდინარე წლის 6 თვეში უბილეთო მგზავრობისთვის 1,735,471 ლარის ჯარიმა გამოიწერა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2.1 მლნ ლარი) თითქმის 20%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში სანქციებიდან, ჯარიმებიდან და საურავებიდან ბიუჯეტში 183.472 მლნ ლარი შევიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაზრდილი მაჩვენებელია (2023 წლის იანვარ-ივნისში ბიუჯეტში ჯარიმებიდან და საურავებიდან 169.289 მლნ ლარი შევიდა).
რაც შეეხება გასული წლის მაჩვენებელს, 2023 წლის 12 თვეში მუნიციპალიტეტმა უბილეთო მგზავრობიდან სულ 3,591,097 ლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით 57%-ით გაზრდილი მაჩვენებლი იყო.
მოქმედი წესების მიხედვით, უბილეთო მგზავრობისთვის 20-ლარიანი ჯარიმა მოქმედებს, ხოლო იმ შემთხვევაში თუკი პირი სანქციას 30 დღის განმავლობაში არ გადაიხდის, მას 40 ლარის საურავი ეკისრება.