6 თვეში ექსპლუატაციაში 1 720 ობიექტი მიიღეს – რომელ რეგიონებში გაიცა მეტი ნებართვა?

2024 წლის იანვარ-ივნისში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 1 600 700 კვ.მ. ფართობის (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 19.7 პროცენტით მეტი) 1 720 ობიექტი, რაც 17.4%-ით მეტია გასული წლის მაჩვენებელზე.
ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ნახევარზე მეტი 4 რეგიონზე: თბილისზე, მცხეთა-მთიანეთზე, კახეთსა და იმერეთზე ნაწილდება:
თბილისი – 37.0%
მცხეთა-მთიანეთი – 13.1%
კახეთი – 12.6%
იმერეთი – 9.1%
სამცხე-ჯავახეთი – 6.9%
ქვემო ქართლი – 6.3%
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 5.7%
შიდა ქართლი – 4.2%
აჭარის ა.რ. – 2.4%
გურია – 2.1%
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.7%