6 ევროპული კლუბი რაბიოს დამატებით ინტერესდება

“იუვენტუსის” ყოფილი ნახევარმცველი ადრიენ რაბიო კვლავ უკლუბოდაა.
La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ფრანგი ფეხბურთელის დამატებით “არსენალი”, “მანჩესტერ იუნაიტედი”, “ლივერპული”, “ჩელსი”, “გალათასარაი” და “ატლეტიკო” ინტერესდებიან.
ჯერჯერობით უცნობია, რომელ კლუბზე გააკეთებს 29 წლის ნახევარმცველი არჩევანს.
შეგახსენებთ, რაბიო “პარი სენ ჟერმენის” აღზრდილია, 2019 წელს კი “იუვენტუსში” გადაბარგდა.