6 გადარჩენილი ხე – „ევროკრედიტი“ აგრძელებს გარემოზე ზრუნვას

კომპანია „ევროკრედიტი“ აგრძელებს გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გაძლიერებას და გარემოზე ზრუნვის კულტურის ხელშეწყობას. ESG სტრატეგიის ფარგლებში განხორციელებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივის შედეგად, რაც ქაღალდის მოხმარების შემცირებას გულისხმობს, ბოლო 8 თვის განმავლობაში კომპანიამ 6 ზრდასრული ხე შეინარჩუნა.
შიდა ეკოინიციატივამ არა მხოლოდ რესურსების ეფექტიან გამოყენება უზრუნველყო, არამედ კომპანიის თანამშრომლების ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებასაც შეუწყო ხელი.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყოველდღიური საქმიანობა სრულად შეესაბამებოდეს გარემოზე ზრუნვის პრინციპებს. მცირე, მაგრამ სისტემატურად განხორციელებულ ცვლილებებს შეუძლია მნიშვნელოვანი შედეგების მოტანა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ისინი გუნდური ძალისხმევის შედეგია,“ — აცხადებენ „ევროკრედიტში“.
კომპანია აქტიურად გეგმავს გარემოზე ზრუნვის ინიციატივის მხარდაჭერის გაგრძელებას და იმედოვნებს, რომ ეს ინიციატივა სხვა ორგანიზაციებისთვისაც გახდება სტიმულის მიმცემი, რაც კიდევ უფრო ფართომასშტაბიანს გახდის გარემოს დაცვასა და მდგრად განვითარებას.