6 აპრილს გუდაურში საქართველოს სამთო სათხილამურო ჩემპიონატი გაიმართა.

5-6 აპრილს გუდაურმა საქართველოს სამთო-სათხილამურო ჩემპიონატს უმასპინძლა. პირველ დღეს შეჯიბრი უამინდობის გამო გაუქმდა, 6 აპრილს სლალომი წარმატებით გაიმართა.
გუდაურის, ბაკურიანის, მესტიის, აჭარისა და თბილისის გუნდების წევრებმა სამ ასაკობრივ კატეგორიაში იასპარეზეს. საქართველოს ჩემპიონატში იმ სპორტსმენებმა მიიღეს მონაწილეობა, რომლებმაც ზამთრის სეზონზე, საქართველოს თასის რეგიონულ ეტაპებზე მაღალრეიტინგული ქულები დააგროვეს.
2025 წლის საქართველოს სამთო-სათხილამური ჩემპიონატის პრიზიორები სლალომის სახეობაში:
2011-2012 წწ.
გოგონები:
1 – ანანო სანაკოევი
2 – თეკლა ვიბლიანი
3 – კატო ცირეკიძე
ვაჟები:
1 – გიორგი ნაზღაიძე
2 – ანდრია ბურდული
3 –
გიორგი ბედოიძე
2009-2010 წწ.
გოგონები:
1 – ნინო გეორქოვი
2 – ქეთი ვეზდენი
3 – ანასტასია ვიბლიანი
ვაჟები:
1 – ნიკოლოზ ლებანიძე
2 – დავით გამცემლიძე
3 – ილარიონ მუშკუდიანი
2008 წ. და უფროსი ასაკი:
გოგონები:
1 – ნატა მეხეშიძე
2 – ნელი უსტიმენკო
3 – ზეინაბ ჩოგაძე
ვაჟები:
1 – ლუკა ბუჩუკური
2 – ირაკლი ხერგიანი
3 – იესე ვეზდენი
სრული შედეგები იხ. results.gsf.ge
საქართველოს ჩემპიონატი სათხილამურო ფედერაციის და M.T.A („ემ თი ეი“) -ს თანაორგანიზებით და ,,სილქნეტის“ ტრადიციული მხარდაჭერით იმართება. კომპანია, როგორც ფედერაციის გენერალური სპონსორი, დაარსების დღიდან უწყვეტად უჭერს მხარს სათხილამურო სპორტის განვითარებას საქართველოში.
ჩემპიონატს წელს, როგორც თანაპარტნიორი სასტუმრო “მარკო პოლო გუდაური” შემოუერთდა.
ამით დასრულდა 2024-2025 წწ.-ის ზამთრის სეზონი.
R