6 თვის უთამაშებელ არდა გულერს სებალიოსმა სადებიუტო მატჩში ჯარიმის დარტყმაზე უარი უთხრა [VIDEO]

ესპანეთის თასის 1/32-ფინალში “რეალი” გასვლაზე “არანდინას” დაუპირისპირდა და 3:1 დაამარცხა.
შეხვეხდრის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ეპიზოდი მე-18 წუთზე დაფიქსირდა.
მადრიდელებმა საჯარიმო დარტყმის უფლება მიიღეს, ბურთთან დანი სებალიოსი იმყოფებოდა, რომელთანაც არდა გულერი მივიდა და სთხოვა, რომ დარტყმას ის შეასრულებდა, მაგრამ სებალიოსმა უარი განაცხადა.
აღსანიშნავია, რომ “რეალში” გადასვლის შემდეგ ეს თურქისთვის სადებიუტო შეხვედრა გახლდათ. მას ტრავმის გამო 6 თვე გაუცდა.