სულ რამდენიმე წლის წინ, თვითმართული მანქანები სხვა არაფერი იყო, თუ არა სამეცნიერო ფანტასტიკის ნაწილი. დღესდღეობით, სანახევროდ ავტონომიური ავტომობილი, არაერთი AI ასისტენტით უკვე აღარავის აკვირვებს. შესაბამისად, სრულად თვითმართვადი ტრანსპორტი შორეული მომავალი აღარ არის.
ავტონომიურობა ნიშნავს, რომ ავტომობილი სრულად დამოუკიდებელია გადაწყვეტილებების მიღების პროცესსა და სხვადასხვა სიტუაციაზე რეაგირებისას, მათ შორის საავარიო სიტუაციებშიც — მძღოლის ჩარევა არც ერთ ეტაპზე არ უნდა იყოს საჭირო. 5G სატრანსპორტო სისტემებს შორის კომუნიკაციის უფრო მაღალ სიჩქარეებს გვთავაზობს, რაც ავტონომიური ტექნოლოგიების განვითარებისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება. ავტომობილებს არამხოლოდ დამოუკიდებლად ფუნქციონირება, არამედ ერთმანეთთან კონტაქტიც შეეძლებათ, ხოლო ავტონომიური ტრანსპორტის იდეაც სწორედ ამას ეყრდნობა: სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის დამოუკიდებელი უნდა იყოს არა ცალკეული ავტომობილი, არამედ მთელი სატრანსპორტო სისტემა.
უსადენო ტექნოლოგიებისა და ინტერნეტის დამსახურებით, დაკავშირებულმა ავტომობილებმა ციფრული და სანავიგაციო სერვისების მიწოდებით ჩვენი კომფორტი საგრძნობლად გაზარდეს. მანქანა დამოკიდებულია მონაცემთა მუდმივ განახლებაზე, მაგალითად ნავიგაციისას გზების, საცობებისა და ამინდის შესახებ ინფორმაცია უახლესი უნდა იყოს. მეტიც, მძღოლისათვის განკუთვნილი აპლიკაციებისა და ღრუბლოვანი სისტემების კომბინაციის დახმარებით ტრანსპორტის ტექნიკური ხარვეზების დაფიქსირებაცაა შესაძლებელი. მობილური პერიფერიული გამოთვლების (MEC) წყალობით, ყველა ეს ფუნქცია დღესდღეობით ხელმისაწვდომია LTE-ზე დაყრდნობით, რომლის გადაცემის სიჩქარეც წამში 300 მეგაბაიტზე მეტია, დაყოვნება კი 100 მილიწამზე მცირე. 5G კი LTE-ის შთამბეჭდავ შესაძლებლობებზე მეტს გვთავაზობს, ამიტომ არ არის შემთხვევითი, რომ მასზე დიდ იმედებს ვამყარებთ.
5G — ავტონომიური სისტემების კატალიზატორი
ავტონომიურ ტრანსპორტზე საუბრისას, პირველი რაც, სავარაუდოდ, ჩვენს გონებაში იბადება, უსაფრთხოებაა. 5G ტექნოლოგია გვთავაზობს ფუნქციებს, რომლის შემოთავაზებაც სხვა არცერთ უსადენო ქსელს შეუძლია.
დღეს არსებული ავტომატიზებული სისტემებისათვის გადაულახავი წინაღობა მოულოდნელი სიტუაციებია. ასეთ ვითარებაში “ავტოპილოტი” გადაწყვეტს, რომ სისტემა უსაფრთხოების მიზნებისთვის გათიშოს და სიტუაციის მართვა ტრანსპორტში მჯდარ ადამიანს მიანდოს. თუ მძღოლი ამას საკმარისად სწრაფად ვერ შეძლებს, ავტომობილი თავად გადავა გზის განაპირას, უსაფრთხო მართვის რეჟიმში.
5G-ს ეს იდეები უფრო შორს მიჰყავს. მაგალითად, ის ტექნიკურად შესაძლებელს ხდის ავტომობილის გარედან მართვას, “უსაფრთხოების ოპერატორის” მიერ, რომელიც გზაზე მოძრაობას აკონტროლებს. ის, რაც შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, ჩვენთვის ცნობილი ტექნოლოგიებიდან 5G-ის გარდა დისტანციურ კონტროლს ვერცერთი გვთავაზობს, რადგან ამ უკანასკნელის პასუხის დრო წინამორბედებისაზე ბევრად ნაკლებია.
5G-ის ერთ-ერთი დიდი ბენეფიტი ე.წ ქსელის დაყოფაა (network slicing). უსადენო ქსელი იყოფა ვირტუალური ქსელის დონეზე და, მაგალითად, ერთი დონე გამოიყენება მხოლოდ ავტომატიზებული მართვისთვის. ეს უზრუნველყოფს, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეტყობინებები მონაცემთა “საცობში” არ გაიჭედოს და პრიორიტეტული ინფორმაცია მალევე მივიდეს დანიშნულების ადგილამდე.
დღეს არსებული პროექტებში ორ ავტომობილს შორის კომუნიკაციისთვის სენსორებს იყენებენ. ეს მოიცავს, მაგალითად, ჭკვიანი კამერების სისტემებს, რომელიც მანქანებს შორის ინფორმაციის პირდაპირ მიმოცვლას ხდიან შესაძლებელს. სენსორების სისტემას ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა აქვს, ის წინაღობების მიღმა ვერ ხედავს, რაც მაღალი სიჩქარით მოძრაობისას სახიფათო შეიძლება იყოს. სწორედ ამ მომენტში შემოდის საქმეში 5G, რომელიც პროცესს ბევრად სწრაფსა და სრულყოფილს ხდის.
ავტონომიური ტექნოლოგიები დღეს
სატრანსპორტო საშუალებების ავტონომიურად გარდაქმნა ეტაპობრივად მიმდინარეობს. სრულად თვითმართული ავტომობილი ამ გრძელი გზის ბოლოში დგას. თანამედროვე ტრანსპორტის დიდი ნაწილი უკვე აღჭურვილია ჭკვიანი დამხმარე სისტემებით, როგორებიცაა ციფრული ნავიგაცია, პარკინგ-კონტროლი, სიჩქარის მარეგულირებელი სისტემები (კრუიზ-კონტროლი და დისტანციის რეგულირების სისტემა).
ასევე, ხელმისაწვდომია ავტომატური მოხვევის, მოძრაობის ზოლების აღქმის ტექნოლოგიებიც, თუმცა მიუხედავად ამისა, ყველა ჩამოთვლილ შემთხვევაში პასუხისმგებლობა მძღოლს ეკისრება. როცა მანქანის ყველა ფუნქციას თავად მოწყობილობა შეითავსებს, ნებისმიერ პრობლემასა და ინციდენტზე პასუხისმგებლობა თავად ავტონომიურ სისტემას, შესაბამისად, მწარმოებელს დაეკისრება — ეს ფაქტორია, რომელიც ავტომწარმოებლებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ.
ავტონომიური ტრანსპორტი ძალიან მნიშვნელოვანი იდეაა, თუმცა ის ბევრად მნიშვნელოვანი პროცესის ნაწილია — ადამიანები ყოველდღიურად ვიყენებთ სხვადასხვა ტექნოლოგიის ავტომატიზებულ ფუნქციებს, რათა დავზოგოთ დრო, რომელსაც რუტინული საქმის კეთების ნაცვლად, რაიმე უფრო ღირებულში დავხარჯავდით. შეაფასეთ, რამდენ დროს ხარჯავთ ავტომობილის საჭესთან და წარმოიდგინეთ, რამდენ რამეს მოასწრებდით, რომ არა ეს საქმე. შესაბამისად, გაზრდილი ავტომატიზაცია გაზრდილ თავისუფლებას ნიშნავს.
· გადახედვა მეცნიერება ჩინურმა მავალმა მარსის ზედაპირის ქვეშ მრავალკუთხა სტრუქტურები დააფიქსირა ჩინურმა მავალმა მარსის ზედაპირის ქვეშ მრავალკუთხა სტრუქტურები დააფიქსირა
· გადახედვა მეცნიერება კიდევ რამდენ ხანს იარსებებს დედამიწა? კიდევ რამდენ ხანს იარსებებს დედამიწა?