5G სმარტფონების მიწოდებამ 2 მლრდ-ს გადააჭარბა

5G სმარტფონების მიწოდებამ 2 მლრდ-ს გადააჭარბა. წინა თაობის სმარტფონებთან 4G და 3G-თან შედარებით ეს მიღწევა ყველაზე სწრაფია. წინამორბედებს მინიმუმ 6 წელი დასჭირდათ იმავე ნიშნულის მისაღწევად.
5G-ის გასაღების თითქმის 70% ისეთ განვითარებულ ბაზრებზე მოდის, როგორიცაა ჩინეთი, და დასავლეთ ევროპა. Apple-სა და Samsung-ის ანგარიშზე 1 მლრდ-ზე მეტი 5G სმარტფონია გამოგზავნილი, რაც 5G სეგმენტში მათ ძლიერ საბაზრო წილზე მიუთითებს.
ანალიტიკოსების აზრით, iPhone 12-ის სერიის პირველი 5G iPhone-ების გაშვებამ მნიშვნელოვნად დააჩქარა მათი მოხმარება, 2020 წლის მეოთხე კვარტალში პირველად გადააჭარბა მიწოდებამ 100 მლნ ერთეულს.
5G და 4G ჩიპ-სეტებს შორის ფასების შევიწროებამ, მწარმოებლების მიერ სტრატეგიული კომპონენტების შერჩევამ და MediaTek-ისა და Qualcomm-ის საწყისი დონის 5G ჩიპ-სეტების გაშვებამ 5G სმარტფონები უფრო ხელმისაწვდომი გახადა. ამან საშუალება მისცა ბრენდებს, განსაკუთრებით ჩინურ OEM-ებს, შეეთავაზებინა 5G ვარიანტების უფრო ფართო სპექტრი სხვადასხვა ფასებით. თუმცა, იმ ბაზრებზეც კი, სადაც 5G ქსელები სრულად არ ფუნქციონირებს, მომხმარებლები ირჩევენ 5G ტელეფონებს, რათა მოემზადონ მომავალი ქსელის განახლებისთვის და პოტენციურად ისარგებლონ გაზრდილი შესაძლებლობებით.