58 წლის ასაკში ლეგენდარული კალათბურთელი, დიკემბე მუტომბო გარდაიცვალა

ლეგენდარული კალათბურთელი დიკემბე მუტომბო 58 წლის ასაკში თავის ტვინის სიმსივნით გარდაიცვალა, ამის შესახებ ინფორმაცია ვეტერანი კალათბურთელის ოჯახმა გაავრცელა.
მუტომბო ნეისმიტის მემორიალური დიდების დარბაზის წევრი გახლდათ.
დიკემბეს ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ჯამში 18 სეზონი აქვს ჩატარებული, იგი NBA-ში 1991/2009 წლებში ასპარეზობდა. მუტომბო NBA-ის სეზონის საუკეთესო გუნდის შემადგენლობაში 3-ჯერ მოხვდა, სეზონის საუკეთესო დამცველთა გუნდში 6-ჯერ, ყველა ვარსკვლავის მატჩის მონაწილე კი 8-ჯერ გახდა.
კალათბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრი სხვადასხვა დროს “დენვერ ნაგეთსის”, “ატლანტა ჰოუქსის”, “ფილადელფია 76”-ის, “ნიუ იორკ ნიქსისა” და “ბრუკლი ნეტსის” ღირსებას იცავდა.