Transfer News Live-ის ინფორმაციით, 57 წლის იაპონელი ფორვარდი კაზუიოში მიურა კარიერის დასრულებას არ აპირებს და ფეხბურთს მომავალ სეზონშიც ითამაშებს.
ვეტერანი თავდამსხმელი ამჟამად მე-2 ლიგის ბინადარ “იოკოჰამას” კუთვნილებააა, თუმცა იჯარით მე-4 დივიზიონის წევრ “ატლეტიკო სუძუკიში” ირჯება და მომავალ წელსაც ასპარეზობა სწორედ ამ გუნდში სურს.
აღსანიშნავია, რომ მიურასთვის მომდევნო სეზონური პროფესიონალურ კარიერაში მე-40 იქნება. იაპონელს კარიერის განმავლობაში ბრაზილიაში, იტალიაში, ხორვატიაში, ავსტრალაისა და პორტუგალიაშიც უასპარეზია.
მიურას იაპონიის ნაკრების ფორმა 89 შეხვედრაში აქვს მორგებული და 55 გოლი გატანილი.