56 წლის ნიკოლ კიდმანმა ფერმერობა დაიწყო და თხებს უვლის – როგორ აღმოჩნდა მსოფლიო ვარსკვლავი ჰოლივუდიდან ფერმაში – Marao

56 წლის ნიკოლ კიდმანმა ფერმერობა დაიწყო და თხებს უვლის – როგორ აღმოჩნდა მსოფლიო ვარსკვლავი ჰოლივუდიდან ფერმაში – Marao
ცოტა ხნის წინ ნიკოლ კიდმანმა გააზიარა სამი ფოტო, სადაც თხების ბოთლით კვებავს. “სადღესასწაულო სამუშაოები”, – დაწერა მან Instagram-ის სთორში.
როგორც ჩანს, სურათები ავსტრალიაში მის ფერმაშია გადაღებული. კიდმანის სამშობლო ავსტრალიაა, ასევე ავსტრალიელია მისი მეუღლე, მუსიკოსი კიტ ურბანიც. ისინი ცხოვრების გარკვეულ პერიოდს -ში ატარებენ, თუმცა სამშობლოსაც ხშირად სტუმრობენ.
კიდმანისა და მისი მეუღლის ავსტრალიური სახლი 6,5 მილიონი დოლარი ღირს. გავრცელებული ინფორმაციით, მდიდრული ქონება 111 ჰექტარზეა გადაჭიმული. PageSix-ის თანახმად, კიდმანმა და ურბანმა, რომლებმაც 2006 წელს დაქორწინდნენ, რანჩო 2008 წელს შეიძინეს და წლების განმავლობაში ცდილობდნენ ის ოცნების სახლდად ექციათ. მოაწყეს საცურაო აუზი, სპორტული დარბაზი და სრული ზომის ჩოგბურთის კორტი. როგორც აღმოჩნდა, კიდმანს საკმაოდ დიდი ფერმაც აქვს, სადაც შავი ანგუსები, ალპაკები და ძროხები ცხოვრობენ. ცხოველების მოვლაში თავადაც აქტიურადაა ჩართული და კითხვაზე, რა მოსწონს ამ საქმეში ყველაზე მეტად, პასუხობს, რომ მას უბრალოება, ჰაერი და სიმშვიდე ხიბლავს.
ნიკოლ კიდმანსა და მის მეუღლეს სახლში 10 მარმარილოს ბუხარი, კედრისგან დამზადებული მოჩუქურთმებული კიბე და ვერანდა აქვთ, რომელიც ავსტრალიური სახლების ტრადიციული ასპექტია.
ნიკოლ კიდმანი აშშ-ში დაბადებული ავსტრალიელი მსახიობი, მომღერალი და პროდიუსერია. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი მსახიობი 2006-2018 წლებში. გაეროს ბავშვთა ფონდის კეთილი ნების ელჩი. მიღებული აქვს უამრავი ჯილდო, მათ შორის ოსკარი, ემი (2017 — ორჯერ), ოქროს გლობუსი (1996, 2002, 2003, 2018 — ორჯერ), BAFTA, ბერლინის კინოფესტივალის ვერცხლის დათვი (2003) და სატურნი (2002). 2007 წელს ნიკოლ კიდმანი მოხვდა ჟურნალ „ტაიმის“ მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაში. 2003 წელს ჰოლივუდის დიდების ხეივანში გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი.
კიდმანი დაიბადა 1967 წლის 20 ივნისს ჰონოლულუში, ჰავაის შტატში, ავსტრალიელების, ენტონი კიდმანისა და ჯანელი ენის ოჯახში. კიდმანს გააჩნია შოტლანდიური და ირლანდიური ფესვები. როდესაც კიდმანს 4 წელი შეუსრულდა, მისი ოჯახი დაბრუნდა ავსტრალიაში.
მისი დებიუტი კინოში შედგა 1983 წელს, ავსტრალიურ ფილმში „Bush Christmas“. სახელი გაითქვა 1989 წლის თრილერი ფილმით „მკვდარი მორევი“, ხოლო დებიუტი ჰოლივუდში შედგა 1990 წელს ფილმში „ჭექა-ქუხილის დღეები“. კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწია ფილმებით: „შორს“ (1992), „ბეტმენი სამუდამოდ“ (1995), „სიკვდილის მიზეზი“ (1995) და „ფართოდ დახუჭული თვალებით“ (1999). 2003 წელს მიიღო ოსკარი საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მწერალ ვირჯინია ვულფის განსახიერებისთვის ფილმში საათები“ (2002).
კიდმანის სხვა ცნობილი ფილმებია: „მულენ რუჟი“ (2001), „სხვები“ (2001), „ცივი მთა“ (2003), „დოგვილი“ (2003), „დაბადება“ (2004), „ავსტრალია“ (2008), „კურდღლის სორო“ (2010), „გაზეთის დამტარებელი“ (2012), „სტოკერი“ (2013), „პედინგტონი“ (2014), „ლომი“ (2016), „ცდუნება“ (2017), „გამქრალი ბიჭი“ (2018), „დამანგრეველი“, „აკვამენი“ (2018) და სხვა.
იგი არის იუნისეფისა (1994 წლიდან) და იუნიფემის (2006 წლიდან) კეთილი ნების ელჩი. 2017 წელს გახდა ავსტრალიის ორდენის კომპანიონი. მას აქვს აშშ-ისა და ავსტრალიის ორმაგი მოქალაქეობა. 2010 წელს დააარსა საკუთარი კინოკომპანია Blossom Films. 2006 წლიდან ქორწინებაშია მუსიკოს კიტ ურბანთან.