“55 მილიონი რაში გადაიხადეს, პასები რომ აკეთოს?” – კასანომ სერია A-ს ნახევარმცველი გააკრიტიკა

ვეტერანმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ, Viva el Futbol-თან ინტერვიუში “იუვენტუსის” ახალწვეულის, ტეუნ კოპმეინერსის შესახებ ისაუბრა.
“რეალის” ყოფილი ფორვარდის თქმით, ნიდერლანდელი მატჩებში განსხვავებას ვერ ქმნის.
“მოთამაშემ, რომელშიც 55 მილიონს ვიხდი, განსხვავება უნდა შექმნას. ყველა ადამიანის მესმის, ვინც მას აკრიტიკებს, ვიმეორებ, მასში 55 მილიონია გადახდილი და ჯერ კიდევ ვერ გავიგე რა როლი აქვს მოედანზე. ახლოსაც არაა იმ ფეხბურთელთან, რომელსაც “ატალანტაში” ვხედავდით. სიმართლე გითხრათ, მეტს ველოდებოდი.
მსგავს ფეხბურთს სერია B-დან 5 მილიონად ნაყიდი ფეხბურთელიც შემოგვთავაზებდა”, – განაცხადა კასანომ.
შეგახსენებთ, კოპმეინერსმა “იუვეს” რიგებში მიმდინარე სეზონში
ყველა ტურნირზე 11 მატჩი გამართა, თავი კი 1 საგოლე პასით გამოიჩინა.