53 წლის პირი დააკავეს არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულისთვის

შს სამინისტროს ინფორმაციით, არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს 53 წლის პირი, წარსულში ნასამართლევი ბ.ი., რომელსაც არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის „სხვაგვარ ქმედებაში“ ედება ბრალი.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მამაკაცი, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვან გოგონას აედევნა ქუჩაში და მის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს”, – აცხადებს შს სამინისტრო.
დანაშაული ითვალისწინებს პატიმრობას, 11-დან 15 წლამდე ვადით.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას შეეხება.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურორი – მოვიპოვეთ ფარული ჩანაწერი ნია იმნაძესა და მამამისს შორის, განიხილავდნენ, როგორ ჩაიდინა გაბაშვილმა დანაშაული – ნიას მამა ამბობს, რომ არასწორად მოიქცა, თუმცა მამას ეუბნება, რომ სხვანაირად ვერ მოიქცეოდა, თანამედროვე ეპოქაში სხვანაირად ხდება