51-ე სკოლის წინ კაცი ბარიერს ავტომობილით შეეჯახა, შემდეგ კი გაქცევა სცადა (ვიდეო – დაკავების კადრები)

თბილისის ცენტრში, კოსტავასა და მელიქიშვილის ქუჩების კვეთაზე, 51-ე სკოლის წინ კაცი ავტომობილით შეეჯახა რკინის ბარიერს, შემდეგ კი გაქცევა სცადა. შემთხვევა, რომელსაც რამდენიმე ადამიანი შეესწრო, მობილური ტელეფონით გადაიღეს.

გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ კაცი წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდა, პოლიციის მიახლოებისას კი რამდენჯერმე დანა მოიქნია. იმ მომენტში, როცა რამდენიმე წამით გვერდით გაიხედა, პოლიციამ მას სპეციალური საშუალება (ქაფი) შეასხა, რამაც მას მხედველობა შეუზღუდა. ამ დროს კაცს ფეხი ყინულით დაფარულ ტროტუარზე აუსრიალდა და წაიქცა, სწორედ მაშინ დაიწყეს მისი დაკავება.

პოლიციამ მის გასანეიტრალებლად ხელკეტები გამოიყენა. ბორკილდადებული კაცი საპატრულო ეკიპაჟის ავტომობილით პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

ავტომობილი რკინის ჯებირს მაშინ შეეჯახა, როცა სკოლის წინ ბავშვები იმყოფებოდნენ. როგორც -ში ამბობენ, არავინ დაშავებულა. რა კვალიფიკაციას მისცემს მომხდარს, ჯერ უცნობია. ავტომობილი ამ დროისთვის [18:30] ისევ სკოლის კიბეებთან დგას და მას ყვითელი ლენტი აქვს შემორტყმული.

ასევე დაგაინტერესებთ

ფიქრია ჩიხრაძე – გადაუდებლად აუცილებელია, სინდისის პატიმრები გათავისუფლდნენ, ხელისუფლების წარმომადგენლები ერთხელაც არ შეხვედრიან მშობლებს ან ადვოკატებს – ვინმეს მათთან დიალოგი კი არ ენატრება, მაგრამ უნდა დაიწყოს ლაპარაკი