51 დეპუტატი: თუ საქართველო კურსს არ შეიცვლის, ევროსაბჭოდან მის გაძევებას მოვითხოვთ

საქართველოს ევროკავშირის წევრობისკენ სვლა ნიშნავს, რომ ქვეყანა ამ ისტორიული სამშვიდობო პროექტის ნაწილი გახდება,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა სოციალურ ქსელში წერს.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის შექმნის დღიდან 70 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მასში ომი არ ყოფილა.
“ევროკავშირი მშვიდობისთვის შეიქმნა
ევროკავშირი 1950-იან წლებში ომით განადგურებული კონტინენტის აღსადგენად შეიქმნა.
დღეს ის მსოფლიოში ყველაზე მშვიდობიანი რეგიონია, სადაც ყოფილი მეტოქეები კეთილდღეობის მისაღწევად ერთად მუშაობენ.
ევროკავშირის შექმნის დღიდან 70 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მასში ომი არ ყოფილა — ეს ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების ისტორიული მიღწევაა.
საქართველოს გზა ევროკავშირის წევრობისკენ არის უფრო უსაფრთხო და დაცული მომავლისკენ მიმავალი გზა, რაც ამ ისტორიული სამშვიდობო პროექტის ნაწილად ქცევას გულისხმობს”,- წერს ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)