500 Global in Eurasia-ს მეცხრე ნაკადის მონაწილეები ცნობილია

სტარტაპების სწრაფი ზრდისა და მასშტაბირების მხარდასაჭერად, 500 Global-ი საქართველოში 500 Global in Eurasia-ს მეცხრე ნაკადს მართავს. ინიციატივა საქართველოს ბანკთან და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) თანამშრომლობით ხორციელდება.

ინიციატივის ფარგლებში, შერჩეული მონაწილეები 12-კვირიან აქსელერაციის პროგრამას გაივლიან, რომელსაც მსოფლიო დონის ექსპერტები გაუძღვებიან; მიიღებენ როგორც თეორიულ ცოდნას, ასევე პრაქტიკულ გამოცდილებას; გაიზიარებენ საჭირო ექსპერტიზას და დაამყარებენ ახალ კავშირებს, რაც მათ სწრაფ ზრდასა და განვითარებაში დაეხმარება.

მეცხრე ნაკადის სტარტაპები არიან:

AdMagica.

ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ხელსაწყო, რომელიც ეხმარება ელ. კომერციის ბრენდებს, რამდენიმე წამში შექმნან ეფექტური სარეკლამო ვიზუალები რეალურ დროში არსებულ Meta Ads-ის მონაცემებსა და კრეატიულ ჩარჩოებზე დაყრდნობით. ხელსაწყო ანაცვლებს გრაფიკულ დიზაინერსა და ციფრულ მარკეტოლოგს, პარალელურად კი ახდენს სარეკლამო ვიზუალების ოპტიმიზაციას კონვერსიისთვის.

Talk Labs

ს ხმოვანი სიმულაციები, რომელიც იძლევა მომხმარებლების მხარდამჭერი პერსონალის გადამზადების შესაძლებლობას.

FashionLab

ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, ცვლიან ფოტოგადაღებას მოდის ინდუსტრიაში – ხდიან მას უფრო სწრაფს, ხელმისაწვდომს, ინკლუზიურს და ოპტიმიზებულს, რაც ზრდის გაყიდვებს და ამცირებს დანახარჯებს.

Stackbooster

Stackbooster-ი ავტონომიური AI სკეილინგის დახმარებით, ზრდის ქლაუდის ეფექტურობას, 60%+-ით ამცირებს ხარჯებს და აუმჯობესებს აპლიკაციის ეფექტურობას.

Callsy AI

Callsy პირველი AI გაყიდვების აგენტია, რომელიც ელ. კომერციის პლატფორმებზე დაუმთავრებელი შესყიდვების აღსადგენად შეიქმნა და ის რეალურ დროში ხმის ავტომატიზაციას იყენებს. Callsy პერსონალიზებული სატელეფონო ზარით ავტომატურად უკავშირდება მომხმარებლებს და დაუმთავრებელ შესყიდვებს გაყიდვებად აქცევს.

Quantum Neuron, Inc

Quantum Neuron არის Workforce-as-a-Service პლატფორმა, სადაც Persona მენეჯერი რამდენიმე AI პერსონას მართავს, რომლებიც WhatsApp-ის, Instagram-ის, ელ. ფოსტის და ხმოვანი სერვისის საშუალებით სთავაზობენ პროდუქციას მომხმარებლებს, მხარდაჭერას უწევენ მათ, რითაც 48-72 საათში ქმნიან ხელშესახებ ბიზნეს შედეგებს.

Hi Doctor

ხელოვნურ ინტელექტზე დაყრდნობით შექმნილი კლინიკური სიმულატორია, რომელიც ხელს უწყობს დიაგნოსტიკის უნარებისა და სტანდარტების ზრდას სამედიცინო განათლების სფეროში.

Rebookify

Rebookify ტურისტულ სააგენტოებს ეხმარება გაზარდონ მოგება, სასტუმროების რეზერვაციების უფრო იაფიან ალტერნატივებზე გადაჯავშნით.

Adsmom

Adsmom ხელოვნურ ინტელექტზე დაყრდნობით შექმნილი ad intelligence პლატფორმაა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მომხმარებლებს, აკონტროლონ, შეადარონ და გააანალიზონ ნებისმიერი კონკურენტის Meta რეკლამები რეალურ დროში.

Neolink

ხელოვნურ ინტელექტზე დაყრდნობით შექმნილი No-Code შესყიდვების პლატფორმაა.

DataCall

DataCall მცირე და საშუალო ზომის კერძო კლინიკებისთვის სატელეფონო ოპერაციების ავტომატიზაციას ახდენს.

Spotwise

ეს არის AI გაყიდვების აგენტი, რომელიც კონკურენტების რეკლამების მონიტორინგს რეალურ დროში ახორციელებს და აქცევს მათ მოგებად.

Defect ai

AI სამედიცინო აუდიტის სისტემა, რომელიც ამოწმებს ჩანაწერებს, ეხმარება კლინიკებს სადაზღვევო კომპანიების მიერ უარყოფილი ან არანაზღაურებული მოთხოვნების 90%-მდე შემცირებაში და აუმჯობესებს მომსახურების ხარისხს უახლესი კლინიკური პროტოკოლებისა და რეკომენდაციების საფუძველზე.

ინფორმაციისთვის, 500 Global in Eurasia საქართველოში 2020 წლიდან 500 Global-ის მიერსაქართველოს ბანკთან და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) თანამშრომლობით ხორციელდება. 2022 წელს ორგანიზაციებს შორის გაფორმდა ოთხწლიანი თანამშრომლობის ხელშეკრულებარომლის ფარგლებშიცინტენსიური გადამზადების კურსი საქართველოში წელიწადში ორჯერ იმართება.

მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტარტაპებს აღმოსავლეთ ევროპისკავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდანრომლებსაც აქვთ სურვილიმიიღონ ცოდნა დარგის ექსპერტებისგან და მოახდინონ ბაზარზე სწრაფი მასშტაბირებაინიციატივის ფარგლებშიუკვე გადამზადდა 10 ქვეყნის 80-ზე მეტი .

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს 500 Global in Eurasia.

500 Global-ის შესახებ:

500 Global არის გლობალური ვენჩურული საინვესტიციო კომპანია, რომელიც, 2.4 მილიარდიან აქტივებს მართავს. იგი ინვესტიციას ახორციელებს სტარტაპებში, რომლებიც ქმნიან სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს. 500 Global მჭიდროდ თანამშრომლობს ეკოსისტემის მთავარ მონაწილეებთან და კონსულტაციას უწევს მთავრობებს, შექმნან ისეთი სამეწარმეო ეკოსისტემა, რომელშიც სტარტაპებს ექნებათ სწრაფი განვითარების შესაძლებლობა. დღემდე 500 Global-მა მხარი დაუჭირა 5000-ზე მეტ დამფუძნებელს და 2 900-ზე მეტ კომპანიას, 80+ ქვეყნიდან. მისი პორტფოლიო მოიცავს 35-ზე მეტ კომპანიას, რომელთა ღირებულება 1 მილიარდ დოლარზე მეტია და 160+ კომპანიას, რომელთა ღირებულება 100 მილიონ დოლარს აღემატება (მათ შორის არის კერძო, საჯარო და “exited” კომპანიები). 500 Global-ის გუნდი 25 ქვეყნიდან, 150+ წევრს აერთიანებს, რომლებსაც წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებში მუშაობის გამოცდილება აქვთ.