“500 ლარის დედა ვა*ირე, 500 და 5 000 ლარზე კი არაა, უსამართლობაზეა საუბარი, მეტი არაფერი” – ლექს-სენი

მომ­ღე­რალ­მა ლექ­სო ქავ­თა­რა­ძემ („ლექს-სენ­მა”) სა­სა­მარ­თლოს მიერ მისი 500 ლა­რის ოდე­ნო­ბით და­ჯა­რი­მე­ბა შეაფასა.

“2-3 სა­ა­თი­ან კონ­ცერ­ტებს ისე ვა­ტა­რებ ხოლ­მე, რომ კო­მუ­ნი­კა­ცი­ის პრობ­ლე­მა არ მაქვს, ერ­თა­დერ­თი მო­მენ­ტია დღეს, რომ ლა­პა­რაკს, პო­ზი­ცი­ის და­ფიქ­სი­რე­ბას რა აზრი აქვს. რა­ღაც ძა­ლი­ან დიდი მას­კა­რა­დია, მე­ცი­ნე­ბა, იმი­ტომ, რომ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, არაფ­რის გამო გა­ჯა­რი­მე­ბენ.

სხვა რა­ღა­ცა უნდა ვი­კი­თხო თქვენ­თა­ნაც, ყვე­ლა ვმუ­შა­ობთ ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში.( სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას) კი­თხვით გავ­ცემ პა­სუხს – უფ­როს­მა რომ გი­თხრათ, მიდი, რეს­პონ­დენ­ტებს თუ გინ­და აგი­ნე, კო­ლე­გებს, რაც გინ­და ქენი და პრობ­ლე­მა არ არის, გა­რან­ტი­ას გაძ­ლევ, და­წი­ნა­ურ­დე­ბი, ხელ­ფას­საც მო­გი­მა­ტე­ბო, და­ი­ჯე­რებთ ამას?

ხომ არ და­ი­ჯე­რებთ? არც არა­ვინ და­ი­ჯე­რებს და ეს ხალ­ხი, რა­ტომ და­ა­ჯე­რა რე­ჟი­მის მსა­ხუ­რებ­მა?! რა­ტომ და­ი­ჯე­რეს, რომ ვი­ღაც გაძ­ლევს შენ გა­რან­ტი­ას, ადა­მი­ა­ნე­ბი უსა­მარ­თლოდ აჯა­რი­მე, გა­ა­წა­მე და ასე, სულ ბედ­ნი­ე­რად და კარ­გად იქ­ნე­ბი. აბ­სურ­დია. მარ­ტი­ვი ზღა­პა­რია, ერთი დრო არა­ვის შერ­ჩე­ბაო და მარ­თლა, სად­მე წერ­ტი­ლი მა­ინც ხომ იქ­ნე­ბა. მერე ეს ცოდ­ვე­ბი კუ­დი­ვით ხომ გა­მოგ­ყვე­ბა, მე ამას ვხვდე­ბი.

თა­ვი­სუფ­ლე­ბა პო­ლიტ­პა­ტიმ­რებს. ხალ­ხი ამ ქვე­ყა­ნას ეწი­რე­ბა და რა დო­ნე­ზე არი­ან მი­სუ­ლე­ბი. 500 ლა­რის დედა ვა­ტი­რე, 500 და 5 000ლარ­ზე კი არაა, უსა­მარ­თლო­ბა­ზეა სა­უ­ბა­რი, მეტი არა­ფე­რი“, – გა­ნა­ცხა­და ლექ­სო ქავ­თა­რა­ძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ იყო მანკიერი გამოვლინებები დასავლელი პარტნიორების ქმედებებში, ამ ყველაფერს ადასტურებენ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლები, USAID-იდან სხვადასხვა ქვეყანაში და, მათ შორის, საქართველოში იმართებოდა რევოლუციური პროცესები