50 წლის პოლიციელი ბათუმში, ქრთამის სანაცვლოდ ამოწმებდა და გასცემდა მოქალაქეების პირად მონაცემებს –

მოკლედ
· შინაგან საქმეთა სამინისტრო პრესრელიზს ავრცელებს 50 წლის პოლიციელის დაკავების შესახებ – დაკავებული ბათუმში მუშაობდა.
· გამოძიება მას ქრთამის სანაცვლოდ მოქალაქეების პირადი მონაცემების მესამე პირზე გადაცემას ედავება – ქრთამის ოდენობა, გამოძიებისვე ვერსიით, 1 000$-ია.
· ამბობს, რომ დაკავებისას პოლიციელმა გაქცევა სცადა, თუმცა უშედეგოდ.
· დაკავებულს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესრელიზის მიხედვით, პოლიციელისგან ქრთამის სანაცვლოდ მოქალაქეების პირადი ინფორმაციის გაცემის ფაქტს შშს-ს გენერალური ინსპექცია და პროკურატურა ერთობლივად იძიებდნენ.
გამოძიების მიხედვით, დაკავებული პოლიციელი საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესახებ ინფორმაციას შსს-ს საინფორმაციო ბაზაში ამოწმებდა შემდეგში მესამე პირზე გადასაცემად – ამ ბაზაზე წვდომა მხოლოდ პოლიციელებზე აქვთ. სისტემაში შესვლისას ყველა პოლიციელი, რომელიც ამა თუ იმ პირზე ინფორმაციას ამოწმებს, “კვალს ტოვებს”, ანუ სისტემა “ხედავს” რომელი ანგარიშით გადამოწმდა ესა თუ ის მოქალაქე.
“დაკავებისას რ.დ.-მ გენერალური ინსპექციის თანამშრომლების დანახვაზე, მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანით მიმალვა სცადა, რა დროსაც მოახდინა შეჯახება.

აღნიშნულის შემდგომ მიატოვა ავტომობილი და ფეხით შეეცადა მიმალვას, რა დროსაც სამართალდამცველების მიერ ბრალდებულის სახით იქნა დაკავებული” – ნათქვამია პრესრელიზში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით
მიმდინარეობს, რაც ქრთამის აღებას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს