18 მარ 202619:15
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, 50 ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში ვიზიტისთვის ვიზის მისაღებად განაცხადის გაკეთებისას $15 000-ის ოდენობის დეპოზიტი ექნებათ გადასახდელი.
Reuters-თან ანონიმურობის პირობით სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ჩამონათვალს ემატება 12 ქვეყანა, მათ შორის საქართველო, ძირითადად კი – აფრიკის ქვეყნები.
ვიზის დეპოზიტის პროგრამაში ახლად დამატებული ქვეყნებია: საქართველო, კამბოჯა, ეთიოპია, გრენადა, ლესოთი, მავრიკი, მონღოლეთი, მოზამბიკი, ნიკარაგუა, პაპუა-ახალი გვინეა, სეიშელები და ტუნისი.
მასალა ახლდება