50 %-მდე ფასდაკლება რემონტის პროცესში საჭირო პროდუქტებზე – „დომინოში“ „შავი პარასკევის“ აქცია იწყება

წლის ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე მათთვის ვინც „შავ პარასკევს“ ელოდება. 24-26 ნოემბერს, მომხმარებელს „დომინოს“ ყველა სექციაში, უამრავ საჭირო პროდუქტზე „შავი პარასკევის“ ფასდაკლებები ელოდება. მომხმარებელს საშუალება აქვს, შეიძინოს უამრავი საჭირო პროდუქტი 50 %-მდე ფასდაკლებით.
თუ რემონტს გეგმავთ ან უკვე პროცესში ხართ, მაშინ „შავი პარასკევი“ საუკეთესო დროა „დომინოში“ მასალების შესაძენად.
შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი ნივთები ფასდაკლებული პროდუქტიდან, რომელიც თავმოყრილია შემდეგ კატეგორიებში: ბაღი – 40%-მდე; ავეჯი – 30%-მდე; საყოფაცხოვრებო ნივთები – 50%-მდე; ფილები -60%-მდე; დეკორი – 60%-მდე; განათება – 50%-მდე; იატაკის საფარი – 30%-მდე; ინსტრუმენტები – 30%-მდე; სანტექნიკა – 50%-მდე; კარი – 30%-მდე; სამშენებლო მასალები – 20%-მდე.
„შავი პარასკევის“ აქციის პერიოდში, სასურველი შენაძენის გასაკეთებლად უნდა ეწვიოთ დიღმისა და ისთ-ფოინთის ფილიალს. რაც მთავარია, „დომინოს“ ორივე ფილიალს უზარმაზარი უფასო საპარკინგე სივრცე აქვს, რაც „შავი პარასკევის“ გადატვირთულ პერიოდში, მომხმარებლისთვის დამატებითი კომფორტია.
მათ ვინც ვერ ახერხებთ „დომინოს“ ფილიალებს ესტუმროთ, იდენტური ფასდაკლებები ონლაინ მაღაზიაშიც დაგხვდებათ. „დომინოს“ კურიერები, კი სასურველ შენაძენს, სადაც არ უნდა იყოთ, თბილისსა და საქართველოს ნებისმიერ რეგიონში მოგიტანენ.
არ გამოტოვოთ „შავი პარასკევის“ საჭირო ფასდაკლება „დომინოში“. 50%-მდე ფასდაკლება მრავალფეროვან პროდუქტებზე, ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა თქვენი სახლისა და ბაღის გასალამაზებლად.
ცნობისთვის, რეგიონის უმსხვილესი სამშენებლო ჰიპერმარკეტი „დომინო“ მომხმარებელს სთავაზობს ერთ სივრცეში მრავალფეროვან პროდუქციას, როგორც საცხოვრებელი და სამუშაო სივრცის მშენებლობისთვის, ისე რემონტისთვის, კეთილმოწყობისთვის და მებაღეობისთვის.