50-მა კაცმა, 100-მა, ან თუნდაც 150-მა არ უნდა შეუქმნას პრობლემები 4 მილიონ ადამიანს, როდესაც ხარ ცოტა, უნდა დაკმაყოფილდე იმ მოცემულობით, რომელიც გაქვს და პატივი უნდა სცე დანარჩენი 4 მილიონი ადამიანის ინტერესებს

50-მა კაცმა, 100-მა, ან თუნდაც 150-მა არ უნდა შეუქმნას პრობლემები 4 მილიონ ადამიანს, როდესაც ხარ ცოტა, უნდა დაკმაყოფილდე იმ მოცემულობით, რომელიც გაქვს და პატივი უნდა სცე დანარჩენი 4 მილიონი ადამიანის ინტერესებს
მოქმედებს ძალიან მარტივი პრინციპი, 50, 100 ან თუნდაც 150 ადამიანი არ უნდა ძალადობდეს 4 მილიონ ადამიანზე, თუ არ გაქვს საკმარისი რაოდენობა, შენ არ შეიძლება, პრობლემებს უქმნიდე დანარჩენ მოსახლეობას, შესაბამისად, საჭირო იყო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში ცვლილებებზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო პერიოდის განმავლობაში კანონში არაერთი ცვლილება შევიდა.
„მთავარი მიზანი არის ის, რომ 100-მა კაცმა, 50-მა ან თუნდაც 150-მა კაცმა არ უნდა შეუქმნას პრობლემები 4 მილიონ ადამიანს. როდესაც ხარ ცოტა, უნდა დაკმაყოფილდე იმ მოცემულობით, რომელიც გაქვს და პატივი უნდა სცე დანარჩენი 4 მილიონი ადამიანის ინტერესებს“, – აღნიშნა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპული ბიუროკრატიის საქმიანობაში ჩვენ ვხედავთ ორმაგ სტანდარტებს, მათ არ მოსწონთ ხოლმე ჩარევა მათ საქმეებში, თუმცა ძალიან აქტიურად ერევიან საქართველოს საქმეებში და ცდილობენ, ხელი შეუშალონ ქვეყნის განვითარების პროცესს, რაც არის ძალიან სამწუხარო მოვლენა, იმედი გვაქვს, მთლიანობაში პროცესები გაჯანსაღდება ევროპულ ბიუროკრატიაში

ჩვენი სტრატეგიული მიზანია, საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველო გახდეს ელექტროენერგიით უზრუნველყოფის თვალსაზრისით სრულად თვითკმარი და ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა, რასაც ენერგეტიკის სისტემის სწრაფი განვითარება ესაჭიროება. ამისათვის, უნდა მოიხსნას ყველა ბარიერი, რომელიც სისტემის განვითარებას უშლის ხელს