50 ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ, რაც ლიბიასთან სუდანელი ლტოლვილების გემს ცეცხლი გაუჩნდა

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ სამშაბათს განაცხადა, რომ კვირას ლიბიის სანაპიროსთან გემს, რომელსაც 75 სუდანელი ლტოლვილი გადაჰყავდა ცეცხლი გაუჩნდა. დაიღუპა სულ მცირე 50 ადამიანი.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ სამედიცინო დახმარება გაუწია 24 გადარჩენილს.
ლიბია 2011 წელს დიქტატორ მუამარ კადაფის დამხობის შემდეგ ხმელთაშუა ზღვის გავლით ევროპაში მიმავალი მიგრანტებისთვის სატრანზიტო მარშრუტად იქცა.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, 2025 წლის თებერვლის მონაცემებით, ლიბიაში 44 ეროვნების დაახლოებით 867,055 მიგრანტი ცხოვრობდა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

რეზა ფეჰლევი: დახმარების მიღების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვებას მაინც ჩვენივე ხელით მოვიპოვებთ. სწორედ ჩვენ, ირანელი ხალხი, საქმეს ბოლომდე მივიყვანთ ამ საბოლოო ბრძოლაში. ქუჩებში გამოსვლის დრო ახლოვდება

პროკურატურა – დედა 11 წლის შვილს, ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, უწესებდა შესაგროვებელი თანხის ოდენობას და შეგროვებამდე, როგორც ზაფხულის სიცხეში, ისე ზამთრის ცივ და წვიმიან ამინდში, სახლში დაბრუნების უფლებას არ აძლევდა