გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი აცხადებს, რომ რუსეთი NATO-ს წევრ ქვეყნებს შესაძლოა, რამდენიმე წელში დაესხას თავს. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Bild-ი ავრცელებს.
„ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვლადიმერ პუტინი ერთხელაც შესაძლოა, NATO-ს ქვეყნებსაც კი დაესხას თავს. ჩვენი ექსპერტები ელოდებიან, რომ ეს შესაძლოა, 5-8 წლის შემდეგ მოხდეს“, – ამბობს პისტორიუსი.
როგორც გერმანიის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რუსეთის მხრიდან თითქმის ყოველდღიურად ისმის მუქარა, განსაკუთრებით, ბალტიისპირეთის ქვეყნების მიმართ.
