5 000-ლარიანი გირაო ცოლზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ მაღალჩინოსანს | ახალი დეტალები ტყიბულიდან

ცოლზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დაკავებული “ოცნების” მაღალჩინოსანი 5 ათას ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ დაუყოვნებლივ გათავისუფლდება. მიუხედავად იმისა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი, ტყიბულის მერიის შესყიდვების განყოფილების უფროსი მეუღლეს არასრულწლოვანი შვილების თვალწინ ფიზიკურად გაუსწორდა, სასამართლოს შუამდგომალობით თავად დაზარალებულმა მიმართა. რამდენად ხშირი იყო კონფლიქტი ქასრაშვილების ოჯახში, ამის დადგენა გამოძიების პრეროგატივაა, რომლიც უკვე დაწყებულია.