5-ჯერ მეტი PLUS ქულა – საქართველოს ბანკის შეთავაზება PLUS ბარათის მომხმარებლებს ვალენტინობისთვის

მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამჯერად, PLUS ბარათების მფლობელებს, 14 თებერვალს, ვალენტინობას, საინტერესო შეთავაზებით სარგებლობა შეუძლიათ. მათ ამ დღეს City Mall-ის გლდანისა და საბურთალოს ფილიალში განსაკუთრებული პირობები დახვდებათ. კერძოდ:
PLUS ბარათით მინიმუმ 50 ლარის გადახდის შემთხვევაში, მომხმარებლები დააგროვებენ 5-ჯერ მეტ PLUS ქულას (მაქსიმუმ 20 000 PLUS-ის ოდენობით).
სავაჭრო ცენტრი City Mall 400-ზე მეტ მაღაზიას, რესტორანს, გასართობ ცენტრსა და მომსახურების ობიექტს ერთ სივრცეში აერთიანებს.
მისამართებია: ვაჟა ფშაველას 70 და ი. ვეკუას 1.
ინფორმაციისთვის, PLUS ბარათი საქართველოს ბანკის ლოიალურობის პროგრამის ნაწილია, რომლის მეშვეობით მომხმარებლები სტანდარტულზე მეტ PLUS ქულას აგროვებენ, ან სპეციალური შეთავაზებებით სარგებლობენ.
PLUS ბარათის შეკვეთა შესაძლებელია ონლაინ. ფიზიკური ბარათის შერჩევის შემთხვევაში, მას ბანკის სასურველ ფილიალში მიიღებთ, ციფრული PLUS ბარათის გააქტიურება კი საქართველოს ბანკის მობილბანკში, სულ რამდენიმე წუთში უფასოდაა შესაძლებელი.

ასევე დაგაინტერესებთ

“იცით, რა არის ეს? ეს არის სისტემა, რომელიც ინვესტორს აძლევს უფლებას, პირდაპირ უჩივლოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში (მაგალითად, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედ ICSID-ში). შედეგად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან სარჩელს…”