5 წლიანი ტყვეობა რუსული ოკუპაციის გაპროტესტების გამო – “აი, რაზე უნდა მოვუხადოთ ბოდიში? ბოდიში მოსახდელი იმათ აქვთ, ჩვენ კი არა” – რა მოხდა მეჯვრისხევში

5 წლიანი ტყვეობა რუსული ოკუპაციის გაპროტესტების გამო – “აი, რაზე უნდა მოვუხადოთ ბოდიში? ბოდიში მოსახდელი იმათ აქვთ, ჩვენ კი არა” – რა მოხდა მეჯვრისხევში
ხუთწლიანი პატიმრობის საფრთხე რუსული ოკუპაციის გაპროტესტების გამო – რუსული პროპაგანდისტული მედია აქვეყნებს კადრებს, სადაც ჩანს, რის გამო დააკავეს სოფელ პატარა მეჯვრისხევის ორი მკვიდრი.
ვიდეოში ჩანს, რომ სერგო მერაბაშვილი და იასონ გენგიური საქართველოს მიტაცებულ მიწებზე აღმართული ეგრედწოდებული საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის ჩამოხსნას ცდილობდნენ, ამ გზით ცდილობდნენ ისინი ოკუპაციის გაპროტესტებას.
“რა საცოდაობაა, 5 წელი უნდა მოიხადოს? დედამისი ავადმყოფი ქალია, ვერ დადის, აქ ცხოვრობს, სახლიდანაც ვერ გამოდის. აი რაზე უნდა მოვუხადოთ ბოდიში? ბოდიში მოსახდელი იმათ აქვთ, ჩვენ კი არა”, – ამბობს ადგილობრივი.
“ჩვენი საძოვრები იყო სულ, ახლა სადღა არის, ვინღა გვიშვებს. მიტაცებული აქვთ ყველაფერი. მთავრობა არაფერ ყურადღებას არ გვაქცევს”, – სოფელ პატარა მეჯვრისხევის მკვიდრი.
რუსულ ტყვეობაში ჩავარდნილ საქართველოს ორ მოქალაქეს ახლა ხუთწლიანი პატიმრობა ემუქრება. სოფელ პატარა მეჯვრისხევში მაცხოვრებელი ორი მამაკაცი 16 სექტემბერს დააკავეს, ახლა მათ ორ თვიანი პატიმრობა აქვთ მისჯილი, თუმცა ეგრედწოდებული უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ქართველ ტყვეებს რუსული კანონებით უპირებენ გასამართლებას.
სუს-ი ირწმუნება, რომ საქართველოს მოქალაქეების გასათავისუფლებლად ყველაფერს აკეთებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია