5 ცნობილი „მზიურელი“ და მათი ცხოვრება დღეს: ამბები წარსულიდან – Marao
ანსამბლი „მზიური“ ქართული მუსიკალური კულტურის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფენომენია. მრავალი ათეული წლის განმავლობაში „მზიურში“ მღეროდნენ ბავშვები, რომლებმაც შემდეგ ქართული ესტრადის ისტორიაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს. წარმოგიდგენთ იმ ქალების ისტორიებს, რომლებმაც მუსიკალური კარიერა სწორედ მზიურიდან დაიწყეს.
თამარ გვერდწითელი 1962 წლის 18 იანვარს დაიბადა. მუსიკალური კარიერა დაიწყო ბავშვობაში, ანსამბლ „მზიურში“. 70 იან წლებში სწორედ ის იყო ანსამბლის სოლისტი, რომელთანაც მთელი საბჭოეთი შემოიარა. დაამთავრა თბილისის კონსერვატორია. კარიერის განმავლობაში ასპარეზობდა ევრაზიისა და ევროპის ქვეყნებში, მათ შორის საფრანგეთში, აშშ-ში და რუსეთში. მღერის მრავალ ენაზე. დაჯილდოებულია საქართველოსა და რუსეთის სახალხო არტისტის წოდებებით. მისი შემოქმედება აერთიანებს კლასიკას, ესტრადასა და საესტრადო დრამატურგიას. ბოლოს კი რუსეთში მოღვაწეობდა.
2022 წლის უკრაინის ომის დაწყებამ თამარ გვერდწითელი რთული არჩევანის წინაშე დააყენა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში ვარსკვლავის სტატუსით სარგებლობდა და წლების განმავლობაში იქ ცხოვრობდა და მოღვაწეობდა, მხარი არ დაუჭირა აგრესიას და საბოლოოდ დატოვა ქვეყანა. ამ გადაწყვეტილებამ საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. იგი საქართველოში დაბრუნდა, თუმცა ამავე პერიოდში გარდაეცვალა დედა, ინა კოფმანი, რომელსაც გვერდწითელი ყოველთვის განსაკუთრებულად მიჯაჭვული იყო. მომღერალმა ბოლო წლებში დაიკლო წონაში, რაც, გავრცელებული ინფორმაციით, ძლიერი სტრესის და ნერვული გადატვირთვის შედეგი იყო. თბილისში ხშირად ხედავდნენ დედის საფლავთან, სადაც თურმე ხშირად ატარებდა დროს.
მაია ჯაბუა 1962 წლის 8 მაისს დაიბადა. პროფესიით ინგლისური ენის სპეციალისტია, თუმცა საკუთარი პროფესია მუსიკალურ კარიერას დაუთმო. მაია ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა მუსიკალური ნიჭით. პირველი ნაბიჯები მოსწავლეთა სასახლის ვოკალურ ჯგუფში გადადგა, შემდეგ კი ანსამბლ „მზიურში“, სადაც 15 წელზე მეტი იმღერა. მისი შესრულებული „მეორე ლეგენდა“ დღესაც ახსოვ მსმენელს. 1986 წლიდან საქართველოს სახელმწიფო ფილარმონის სოლისტია . 2016 წელს ფილარმონიის წინ გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი.
მომღერალი სულ სამჯერ იყო დაქორწინებული – პირველი მეუღლე მსახიობი ლევან ბერიკაშვილი იყო. წყვილმა ერთად 6 წელი იცხოვრა. წყვის საერთო შვილი, თორნიკე ჰყავს. მაია ჯაბუას მეორე მეუღლე აჩიკო ყენია იყო – -მომღერალს მეორე ქორწინებაში ლიზა ყენია შეეძინა. მესამე მეუღლე კი უშიშროების ყოფილი მინისტრი, ვახტანგ ქუთათელაძე იყო, რომელთანაც ერთი ვაჟი ჰყავს.
მაიას შვილი ლიზა, დედის მსგავსად მომღერალია და ის ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს.
ქართველი მომღერალი ეკა კახიანი 1964 წლის 16 იანვარს დაიბადა. ეკა იმედა კახიანის შვილია. დაამთავრა ცენტრალური მუსიკალური გიმნაზია და შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი. 1974–1980 წლებში აქტიურ წევრად მოღვაწეობდა მოსწავლეთა სასახლესთან არსებულ ბავშვთა ვოკალურ-საკრავიერო ანსამბლ „მზიურში“ . ანსამბლში მისი მონაწილეობა საფუძვლად დაედო შემდგომ წარმატებულ სტუდიურ და სცენურ კარიერას.
ეკა ნაადრევ ასაკში რეჟისორ ერეკლე ბადურაშვილზე დაქორწინდა, რომელთანაც ქალიშვილი, ყველასთვის ცნობილი მომღერალი ნინი ბადურაშვილი ჰყავს. პირველი ქორწინება წარუმატებელი აღმოჩნდა და ერეკლესთან დაშორების შემდეგ ეკამ ნიკო თოფურიძეზე იქორწინა. მათ ორი შვილი, ანასტასია და ქეთო შეეძინათ.
ეკას 3 შვილიშვილი, ნინი ბადურაშვილისგან 1, ხოლო ანასტასია თოფურიძისგან 2 ჰყავს, რომელთა აღზრდაშიც ეკა აქტიურად არის ჩართული.
1964 წლის 18 იანვარს დაიბადა მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე. 1973–1978 წლებში იყო ანსამბლ „მზიურის“ ერთ-ერთი წევრი. 1981 წლიდან საქართველოს ფილარმონიის სოლისტია. 1981 წლიდან საქართველოს ფილარმონიის სოლისტია. განსაკუთრებით აღსანიშნავია ვოკალური ნამუშევარი კინოფილმში „იავნანა“. მიღებული აქვს სამი თაობის საუკეთესო შემსრულებლის და ფესტივალ „თბილისური გაზაფხულის“ წლის საუკეთესო შემსრულებელის წოდებები. კონცერტებზე ასრულებს ხალხურ და საესტრადო სიმღერებს.
თამრიკო ჭოხონელიძის ოჯახი და პირადი ცხოვრება არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი, ამ თემაზე ხმამაღლა საუბარს არც თავად ერიდებოდა. მომღერლის მეუღლე მსახიობი გია როინიშვილია. თამრიკო ჭოხონელიძის ქალიშვილი – მარიამ როინიშვილი არის მომღერალი კლასიკური ვოკალის მიმართულებით, სოპრანო. ვაჟი – კოკო როინიშვილი არის მსახიობი, რეჟისორი და „ქალაქის თეატრის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი.
დრამერი და სოლისტი, 1994 წლიდან მუსიკალურ-შემოქმედებითი სტუდიის, “ბომბორას“,, ხელმძღვანელი ლია ხორბალაძე ლეგენდარულ ბავშვთა ანსამბლ “მზიურის” გამორჩეული წევრი იყო. ბრიალათვალებიანი გოგონა საოცარი ღიმილით, რომელიც დასარტყამ ინსტრუმენტზე უკრავდა – ასე ახასიათებენ მას.
სიყვარულით გათხოვდა, სამი შვილი გააჩინა, საკუთარი ანსამბლი “ბომბორა” შექმნა, თუმცა ყველას, ვინც მას ბავშვობიდან იცნობდა, არასდროს დავიწყებია ის პატარა “მზიურელი” დრამერი.
რამდენიმე ხნის წიმ ამ პოზიტიურ ადამიანს დიდი ტრაგედია დაატყდა თავს – ვაჟიშვილი, ალექსანდრე ჭკუასელი, გარდაეცვალა. როგორც ამბობენ, მიზეზი ანევრიზმა გახდა. ალექსანდრე, რომელსაც ახლობლები აკოს ეძახდნენ, ტყუპისცალი იყო და 29 წლის გახლდათ. დედას ორი შვილი დარჩა – ქეთევანი და ალექსანდრეს ტყუპისცალი ილია.
