შემოდგომა მაცდური პერიოდია ახალი ადგილების მოსანახულებლად, რომლებიც სავსეა შთამაგონებელი ღირსშესანიშნაობებით, ლამაზი ქუჩებით, სეზონური აქტივობებითა და გემრიელი კერძებით. ამ დროს მოგზაურებს შეუძლიათ ისარგებლონ ყველაზე დაბალი ტარიფებით როგორც სასტუმროებზე, ისე კაფე-ბარებსა და სხვადასხვა ღირსშესანიშნაობებზე, და რაც მთავარია, ნაკლები ხალხით, გადაჭედილი ქუჩებისა და რიგების გარეშე ყველაზე პოპულარულ ლოკაციებზე. ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო ფაქტი კი ისაა, რომ ნებისმიერი მიმართულებით ავიაბილეთები -ს შეძენა იმაზე უფრო იაფადაა შესაძლებელი, ვიდრე წარმოგიდგენიათ!
მიუხედავად იმისა, რომ ცხელი დღეები ნელ-ნელა ცივით იცვლება, ჯერ კიდევ არის შესაძლებელი გაემგზავროთ ისეთი მიმართულებით, სადაც შედარებით თბილი და სასიამოვნო ტემპერატურაა.
მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში ბევრი ქალაქი და ღირსშესანიშნაობაა, რომლის მონახულებაც გარკეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული, ასევე არის უამრავი ბიუჯეტური მიმართულებაც. ამ ევროპულ ქალაქებს ბევრი რამის შეთავაზება შეუძლიათ ტურისტებისათვის, მათ შორისაა გემრიელი სამზარეულო, ბრწყინვალე არქიტექტურა, საინტერესო ისტორია და საოცარი პეიზაჟები.
და მაინც, რომელია ევროპის ყველაზე იაფი მიმართულებები შემოდგომაზე სამოგზაუროდ?
ლისაბონი, პორტუგალია
ლისაბონის მოსანახულებლად საუკეთესო დროა სექტემბრიდან ოქტომბრამდე, რადგან ზაფხულთან შედარებით, ამინდი ჯერ კიდევ თბილია, სასტუმროების ფასები უფრო იაფია და ნაკლები ხალხმრავლობაცაა.
ლისაბონი, ცნობილია თავისი უნიკალური ისტორიული ცენტრით, განსაცვიფრებელი არქიტექტურით, ფერადი აზულეჯოებით (კერამიკული ფილები), მიხვეულ-მოხვეული მოკირწყლული ქუჩებით, რომლებიც გაფორმებულია პასტელური ფერის სახლებითა და ფანტასტიკური საკვებით. ეს თანამედროვე და ხმაურიანი ქალაქი ასევე საკმაოდ კომპაქტურიცაა, რაც აადვილებს ფეხით ან ველოსიპედით გადაადგილებას.
რიგა, ლატვია
შემოდგომა რიგაში გრილი და სასიამოვნოა, რაც შესანიშნავ მიმართულებად აქცევს მას რომ მოინახულოთ ქალაქის ყველა ღირსშესანიშნაობა და დატკბეთ მოგზაურობით.
რიგაში მოგზაურობისას აუცილებლად მოგხიბლავთ განსაცვიფრებელი არქიტექტურული ღირსშესანიშნაობები, მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები და საუცხოო მწვანე სივრცეები. ლატვიის დედაქალაქი მდიდარი კულტურის მქონე ახალგაზრდული ქალაქია. ის აუცილებლად უნდა მოინახულოს ყველა არქიტექტურის მოყვარულმა მოგზაურმა, რათა აღმოაჩინოს მრავალი განთქმული არტ ნუვოს შენობა და ისიამოვნოს საფეხმავლო ტურებით ამ ულამაზეს ქალაქში.
ვილნიუსი, ლიტვა
ბიუჯეტური მოგზაურებისთვის ვილნიუსის მოსანახულებლად საუკეთესო დრო გაზაფხულის და შემოდგომის თვეებია. ამ პერიოდის განმავლობაში, საცხოვრებლის ფასები უფრო დაბალია და ფრენებსა და ტურებზეც ფასები საკმაოდ მისაღებია. ამინდი შეიძლება არ იყოს ძალიან ცხელი, თუმცა მაინც შეგიძლიათ დატკბეთ ვილნიუსის ყველა ღირსშესანიშნაობითა და აქტივობებით.
ვილნიუსი უსაფრთხო, ენერგიული და ლამაზი ქალაქია, რომელის მთლიანად შეგიძლიათ მოიაროთ ფეხით. ასევე გაისერინოთ ძველ ქალაქში, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია და ევროპის შუა საუკუნეების ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული ქალაქია. მოინახულეთ მისი ვიწრო ქვაფენილიანი ქუჩები და დატკბით განსაცვიფრებელი ბაროკოს სტილის არქიტექტურით. აქ უძველესი ისტორია და თანამედროვე კულტურა ერთმანეთს ერწყმის. ქალაქში ყოფნისას ისიამოვნებთ უნიკალური გასართობით, შესანიშნავი საკვებით და შეხვდებით საოცრად მეგობრულ ადგილობრივებს.
ბუდაპეშტი, უნგრეთი
უნგრეთის მომხიბლავი დედაქალაქი, რომელიც დუნაის გასწვრივ მდებარეობს, ევროპის ერთ-ერთი ყველაზე იაფი ქალაქია შემოდგომაზე მოსანახულებლად. ბუდაპეშტი პოპულარული ტურისტული დანიშნულების ადგილია აღმოსავლეთ ევროპაში, სადაც მოგზაურებს ასევე შეუძლიათ ისარგებლონ დაბალი ფასებით სასტუმროებზე, გასაოცარი უფასო აქტივობებით და მაღალი დონის ხელოვნებითა და არქიტექტურით.
ზაგრები, ხორვატია
მათ, ვისაც მცირე ბიუჯეტით სურთ მოგზაურობა, შეუძლიათ შესანიშნავი დრო გაატარონ ხორვატიის ამ ლამაზ ქალაქში, თავისი შესანიშნავი არქიტექტურითა და საინტერესო ღამის ცხოვრებით.
ქალაქში არის უამრავი გამორჩეული ღირსშესანიშნაობები, როგორიცაა ბან ჯელაჩიჩის მოედანი და მიროგოჯის სასაფლაო, რომლებიც მნახველებს შემოდგომის განსაცვიფრებელი ფერებით ხიბლავს. აქ ასევე შეგიძლიათ ნახოთ საოცარი რესტორნები, სადაც დააგემოვნებთ რეგიონალურ სამზარეულოს, თანაც საკმაოდ მისაღებ ფასად.
თუ მოგზაურობა თქვენი ოცნებაა, თუმცა ფიქრობთ, რომ ამისათვის არ გაქვთ საკმარისი ფინანსები, შემოდგომა საუკეთესო პერიოდია ოცნების ასასრულებლად. ამასთან, ეწვიეთ ყველაზე ბიუჯეტურ ქალაქებს, სადაც ფასები სეზონიდან გამომდინარე კიდევ უფრო დაბალია და ისიამოვნეთ დაუვიწყარი შვებულებით თქვენს მეგობრებთან ერთად.
ხოლო იმისათვის, რომ გაიგოთ სასურველი მიმართულებით როდისაა ავიაბილეთები ყველაზე იაფად, ამაში avia-biletebi.ge დაგეხმარებათ. თქვენ მხოლოდ მიუთითებთ გამგზავრებისა და დანიშნულების ადგილს, აირჩევთ სამოგზაურო პერიოდს და სულ ესაა. “ძიება” -ზე ერთი დაჭერით თქვენ მიიღებთ ყველა შემოთავაზებას ბაზარზე არსებული ავიაკომპანიებისა და სააგენტოებისგან, სადაც თავად შეარჩევთ თქვენს მოთხოვნაზე მორგებულ საუკეთესო ვარიანტს.
(R)