5 ქვეყანა, რომელმაც ყველაზე მეტი მილიონერი დაკარგა – სად მიგრირებენ მდიდრები

ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა საზოგადოებას ნათლად დაანახა, რომ შესაძლოა, ფინანსურად ყველაზე დაცული ქვეყანაც კი არასტაბილური აღმოჩნდეს. ამის გამო, მსოფლიოს უამრავი უმდიდრესი ადამიანი მიგრირებას ამჯობინებს და მისი აქტივებიც სხვა ქვეყანაში გადააქვს.
საინვესტიციო მიგრაციის საკონსულტაციო ფირმის, Henley & Partners-ის ახალი ანალიზის თანახმად, მომავალ წელს მილიონერებისა და მილიარდერების რეკორდული რაოდენობა გადავა ახალ ქვეყნებში. ტენდენცია უკვე შეინიშნება მიმდინარე წელსაც.
“მოსალოდნელია, რომ მიმდინარე წლის ბოლოსთვის, სხვა ქვეყანაში 128 000 მილიონერი გადასახლდება, რაც 2023 წელს დაფიქსირებულ რეკორდს, 120 000-ს გადააჭარბებს. მილიონერების დიდი მიგრაცია მიანიშნებს ღრმა ცვლილებაზე გლობალურ ლანდშაფტში და სიმდიდრისა და ძალაუფლების ტექტონიკურ ფირფიტებში“, – აღნიშნავს Henley & Partners-ის კერძო კლიენტების ჯგუფის ხელმძღვანელი დომინიკ ვოლეკი.
ანგარიშში, მიგრაციის მნიშვნელოვან ფაქტორებად მოყვანილია მიმდინარე გლობალური ტენდენციები, მათ შორის “გეოპოლიტიკური დაძაბულობა, ეკონომიკური გაურკვევლობა და სოციალური გარემოებები“.
ქვეყნები, რომელსაც მილიონერები ტოვებენ:

რუსეთს დიდი რაოდენობით მდიდარი ადამიანი ტოვებს. ბევრმა მათგანმა ქვეყანა ში ომთან დაკავშირებული ეკონომიკური სანქციების თავიდან აცილების მიზნით დატოვა. სავარაუდოდ, წელს დაახლოებით 1 000 მილიონერი დატოვებს რუსეთის ფედერაციას.
სამხრეთ კორეა
მოსალოდნელია, რომ 1 200 მილიონერი დატოვებს სამხრეთ კორეას მომავალ წელს. Henley & Partners-ის თანახმად, შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და ავსტრალიამ ბოლო წლებში “შთანთქა“ მდიდარი სამხრეთ კორეელების მნიშვნელოვანი რაოდენობა.
ინდოეთი
ვარაუდობენ, რომ ინდოეთი წელს 4 300 მდიდარ ადამიანს დაკარგავს. თუმცა, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, როდესაც ინდოეთს მილიონერები და მილიარდერები ტოვებენ, ისინი საკუთარ სამშობლოში ეკონომიკურ ინტერესებს ინარჩუნებენ.
გაერთიანებული სამეფო
გაერთიანებული სამეფო მეორე ადგილზეა მილიონერების ემიგრაციით. სავარაუდოდ, 2024 წელს სამეფოს 9 500 ინდივიდი დატოვებს. არასტაბილურობისა და ცვლილებების მიზეზად საგადასახადო კანონმდებლობა დასახელდა, რომელიც გავლენას ახდენდს მდიდარი მცხოვრებლების გადაწყვეტილების მიღებაზე.
ჩინეთი
სავარაუდოდ, 2024 წელს ჩინეთს ექნება მილიონერების ყველაზე დიდი გადინება. Henley & Partners-ის პროგნოზით, სხვა ქვეყნებში 15 200 ადამიანი გადავა.ქვეყნები, სადაც მილიონერები ამჯობინებენ საქმიანობის გაგრძელებას:
ავსტრალია
მიუხედავად იმისა, რომ ავსტრალია აგრძელებს მდიდარი ადამიანების დიდი რაოდენობის მოზიდვას, აქ მოსახლეობის ზრდა არ ხდება. ვარაუდობენ, რომ 2024 წელს 2 500 მილიონერი გადავა ავსტრალიაში.
კანადა
კანადა რჩება ძალიან პოპულარულ ადგილად მდიდარი ემიგრანტებისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც წარმოშობით ევროპიდან და აზიიდანაა. კანადელი მილიონერების მოსახლეობა ბოლო ათწლეულში 29%-ით გაიზარდა. Henley & Partners-ის ანალიზის მიხედვით, წელს კანადაში დაახლოებით 3 200 მდიდარი პირი გადავიდა.
სინგაპური
სინგაპური აგრძელებს უკიდურესად მდიდარი ადამიანების მოზიდვას, მისი ძლიერი ეკონომიკისა და ცხოვრების მაღალი დონის გამო.
“გასული ათწლეულის განმავლობაში მილიონერებისა და მილიარდერების ზრდის დეტალური მაჩვენებლები ადასტურებს, რომ სინგაპურს აქვს ფართო ეკონომიკურ მოდელი მთელს მსოფლიოში“, – წერს ჟურნალისტი მიშა გლენი Henley & Partners-ის ანგარიშში.
შეერთებული შტატები
შეერთებული შტატები სხვა დასავლურ ქვეყნებს უსწრებს მდიდარი ემიგრანტების მოზიდვაში. ბოლო ათწლეულის განმავლობაში შტატებში მილიონერების რაოდენობა 62%-ით გაიზარდა. მოსალოდნელია, რომ უცხოელი მილიონერების რაოდენობა წელს 3 800 ადამიანით გაიზრდება. თუმცა ექსპერტები ფრთხილობენ, რომ მიმდინარე პოლიტიკურმა არასტაბილურობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ამ რიცხვებზე.
არაბთა გაერთიანებული საემიროები
არაბთა გაერთიანებული საამიროები, სავარაუდოდ, 2024 წელს მოიზიდავს 6 700 მილიონერს, რაც კიდევ უფრო გაამყარებს მის სტატუსს, როგორც დანიშნულების ადგილს უკიდურესად მდიდარი ადამიანებისთვის. საემიროებში როგორც წესი, მიგრირებენ მილიონერები და მილიარდერები ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებიდან, აფრიკის ქვეყნებიდან, რუსეთიდან და ინდოეთიდან.
bpn.ge