საქართველოს რამდენიმე წერტილში დღეს ჰაერის დაბინძურების მაღალი მაჩვენებლები შეინიშნება. კერძოდ, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალი 5 ქალაქში ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების შემცველობის მატებას აჩვენებს.
- უფრო კონკრეტულად, ამ მონაცემების მიხედვით, თბილისისა და რუსთავის რამდენიმე ქუჩაზე დღეს „ძალიან ცუდი“ ჰაერია, „ცუდი“ მაჩვენებლები ფიქსირდება თელავში, ახალციხესა და ქუთაისში.
თბილისში “ძალიან ცუდი“ ჰაერია რამდენიმე ქუჩაზე, კერძოდ, აღმაშენებლის გამზირზე N37ა-ში, წერეთლის N105-სა და მარშალ გელოვანის N34-ში. გარდა ამისა, “ცუდი“ ჰაერის მაჩვენებელია ყაზბეგის გამზირზე, ვასო გოძიაშვილის ბაღთან…განაგრძეთ კითხვა




