5% სააარჩევნო ბარიერი ისევ დაპირისპირების თემაა – ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ “ქართული ოცნებისთვის” ბარიერის დაწევა ძალაუფლების დაკარგვას ნიშნავს

5% სააარჩევნო ბარიერი კვლავ განხილვით თემაა პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიციაში განმარტავენ, რომ “ქართული ოცნებისთვის” ბარიერის დაწევა ძალაუფლების დაკარგვას ნიშნავს. მმართველი გუნდის ოპონენტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ დაბალი ბარიერი არა რომელიმე პარტიას არამედ ქვეყანას დემოკრატიისთვის სჭირდება.
“ქართული ოცნების” აზრით, ბარიერის დაწევა ნიშნავს მათი ძალაუფლების დაკარგვას, მაგრამ ოპოზიციამ უნდა შევძლოთ დაწევის თუ დაწევის გარეშე “ქართული ოცნების” გაშვება არჩევნების გზით. შესაბამისად, ბარიერის დაწევა არის საქართველოს დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი შედეგი, ისევე როგორც მრავალპარტიული წარმომადგენლობა და თითოეული ამომრჩევლის ხმის უზრუნველყოფა, რომ არ დაიკარგოს მათი ხმა,” – აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “რეფორმების ჯგუფი” წევრი თეონა აქუბარდია.
ავტორი: მაია გრიგოლია

ასევე დაგაინტერესებთ

ნურავის ექნება ილუზია, რომ მე, ან ჩვენი პოლიტიკური გუნდი დაიღლება ამ უთანასწორო ბრძოლაში, თუმცა, მთავარია, რომ ჩვენმა ხალხმა, ისე, როგორც აქამდე, 2026 წელსაც მკაფიოდ გაარჩიოს, ვინაა საქართველოს მტერი და ვინ მოყვარე!

ურთულესი გამოწვევების მიუხედავად, 2025 წელს, გარედან წამოსულ ყველა დარტყმას ღირსეულად დავხვდით და ერთი ნაბიჯი არ გადაგვიდგამს უკან ჩვენი სამშობლოს, ჩვენი ხალხისა და საქართველოს სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში