5 რჩევა სააღდგომო კვერცხის შესაღებად

აღდგომა გვიახლოვდება, პასკის გამოცხობის შემდეგ კვერცხის შეღებვის დროც დგება. როგორც წესი, ყველა დიასახლისს კვერცხის შეღებვის საკუთარი მეთოდი აქვს. ზოგი მხოლოდ ენდროს იყენებს, ზოგს ურჩევნია ხახვის ფურცლები, ძმარი, ფერადი საღებავები გამოიყენოს. ჩვენ შევეცდებით სასარგებლო რჩევები მოგცეთ და დაგეხმარებით, რომ ეს პროცესი თქვენთვის უფრო მარტივი გახდეს.
იმისთვის, რომ კვერცხი თანაბრად შეიღებოს და არ აჭრელდეს, მნიშვნელოვანია, რომ ის მაცივრიდან მინიმუმ ერთი საათით ადრე მაინც გამოვიღოთ. კვერცხის თანაბრად შეღებვას კიდევ უფრო გაამარტივებს მისი გარეცხვა და ცივ წყალში მოთავსება 10-15 წუთით.
როგორც წესი, დიასახლისების უმრავლესობა კვერცხის შესაღებად ენდროს იყენებს. ენდროს ფესვების გამოყენებისას ჩვენი რეკომენდაცია იქნება, რომ მისი ფესვები დაჩეჩქვოთ. ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ ნახარშმა მკვეთრი შეფერილობა მიიღოს. ხარშეთ დაახლოებით 20-30 წუთის განმავლობაში.
თითოეულ მათგანს თავისი დანიშნულება და ფუნქცია აქვს. მაგალითად, ძმარი ხელს უწყობს, რომ ენდრომ კარგად გამოიტანოს ფერი. ხახვის ფურცლები უზრუნველყოფს კვერცხის მუქ შეფერილობას- წითელი ან ყავისფერი შეფერილობის მისაღებად შეგიძლიათ ხახვის ნაყენი დაამზადოთ შემდეგი პროპორციებით: ორი ჭიქა წყალი და 10 ცალი ხახვის ფურცელი. რაც შეეხება მარილს, ის იმისთვის გვჭირდება, რომ ნახარშში კვერცხის ჩალაგების დროს კვერცხი არ დაზიანდეს.
ნახარშში მოთავსების შემდეგ კვერცხმა 15-20 წუთი უნდა იდუღოს. ქვაბიდან ამოღების შემდეგ ის ცივ წყალში უნდა მოვათავსოთ, ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ კვერცხი ადვილად გაიფცქვნას. წყლიდან ამოღების შემდეგ კვერცხს წაუსვით ზეთი.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, კვერცხის შეღებვის მრავალი მეთოდი არსებობს. იგივე შეგვიძლია ვთქვათ მის გაფორმებაზეც. შეგიძლიათ გამოიყენოთ ფერადი საღებავები, ჟელატინი, წებოვანი ლენტი, ფოთლები, ხელსახოცები, ბისერები.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – მინდა, კახეთიდანაც გავაგონო ბიძინა ივანიშვილს ჩვენი ხმა, რომ ეროვნული გმირების სამშობლო, მტრების, ოკუპანტის წინაშე ბოდიშს არ იხდის! – როცა ევროკავშირში გაწევრიანება ხელის გაწვდენაზეა, შანსი არ უნდა გავუშვათ

ნათია მეზვრიშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო კომპლექსური პროცესი – დასავლეთს დააბრალოს დამკვირვებლების მეშვეობით არჩევნებში ჩარევა, რომ გადაფაროს რუსების პოტენციური ჩარევა არჩევნებში