5 რჩევა ბიზნესებს ახალი წლისთვის მოსამზადებლად

სადღესასწაულო სეზონზე ბრენდებს ძალიან კი უჭირთ გამორჩეული ადგილის დამკვიდრება, მაგრამ როცა ამას ახერხებენ, ლოიალური მომხმარებლები, აუდიტორიის გაფართოება და გაყიდვების ზრდა გარანტირებული აქვთ. თუმცა ეს მხოლოდ შეთავაზებებზე ფიფქების დამატებით ვერ მოხდება, უმჯობესი იქნება, თუ მომხმარებლებს სადღესასწაულო რეკლამებს ნოემბრის დასაწყისიდანვე შესთავაზებთ. გამორჩეული ადგილის დამკვიდრებაში კი პერსონალიზაცია და დროის სწორად შერჩევაა მნიშვნელოვანი.
არც ის დაგავიწყდეთ, რომ მომხმარებელთა უმეტესობა საშობაო შოპინგს ადრე იწყებს… ახლა კი დროა, უშუალოდ 5 მარკეტინგული რჩევაზე გადავიდეთ, ბიზნესებისთვის, რომელთაც ახალ წელს გამორჩეული ადგილის დამკვიდრება სურთ:
1. წარმატების გასაღები დაგეგმვაში იმალება
სინამდვილეში რაც უფრო ადრე დაიწყებთ საშობაო სეზონისთვის მზადებას, მით უკეთესია, თუმცა არც ახლაა გვიანი, ამიტომ დარწმუნდით, რომ:
· დაისახეთ მკაფიო მიზნები
· ჩაატარეთ ბაზრის კვლევა და უზრუნველყავით, რომ იცით, რა სურთ თქვენს მომხმარებლებს
· დაამატეთ თქვენი ყველა კამპანია და ინიციატივა კალენდარში და გაწერეთ დედლაინები. მაგალითისთვის, იმეილ მარკეტინგი, სოციალური მედიის პოსტები, ვებგვერდების განახლებები, ახალი დიზაინები და ა. შ.
დაგეგმვისას დარწმუნდით, რომ თქვენი აქტივობები სხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებს არ ემთხვევა, იქნება ეს შავი პარასკევი თუ სხვა.
2. ითანამშრომლეთ სხვა ბრენდებთან ან არსებულ პარტნიორებთან
ასიამოვნეთ თქვენი მომხმარებლები ახალი, უნიკალური გამოცდილებებისა და კონტენტის მიწოდებით ისე, რომ ასე ახალ აუდიტორიასაც დაუკავშირდეთ. მაგალითად, მოამზადეთ სახალისო ან ემოციური საშობაო ვიდეო არსებულ პარტნიორთან ერთად, ასე სტატიკური საშობაო ბარათების კარგ ალტერნატივას მიიღებთ, პროდუქციის პოზიციონირებას მოახდენთ, როგორც კარგი საშობაო საჩუქრის და ბრენდის მიმართაც პოზიტიურ ასოციაციებს გააჩენთ.
3. განაახლეთ თქვენი ვებგვერდი და მორთეთ ფიზიკური მაღაზია სადღესასწაულოდ
შესაძლოა, თქვენი მარკეტინგული სტრატეგია დიდად სცდებოდეს საშობაო დეკორაციებს, მაგრამ აღნიშნული კვლავ ფუნდამენტურ საკითხებად რჩება ბრენდებისთვის. უფრო ცივი პალიტრები, მათ შორის ლურჯი და იისფერი, საუკეთესოდ მუშაობს ზამთრის მარკეტინგისთვის. ტრადიციული წითელი და მწვანეც, მაგრამ ჭარბადაც ნუ გამოიყენებთ, რადგან გახსოვდეთ, რომ სხვებისგან უნდა გამოირჩეოდეთ.
ანალოგიურად ხდება სანტას ქუდების, ირმებისა და ფიფქების შემთხვევეშიც… ამიტომ ექსპერიმენტები ჩაატარეთ და ეცადეთ არჩეული ფერები თქვენს ბრენდინგს ესადაგებოდეს. მსგავსი ლოგიკა მოქმედებს შეფუთვის, მერჩენდაიზინგისა და სამადლობელი ბარათების შემთხვევაშიც. კარგი შეფუთვა ნამდვილად არის ის, რაც კონკურენტული უპირატესობის მოპოვებაში დაგეხმარებათ, ამიტომ ეცადეთ, ყველაფერი წინასწარ გაამზადოთ, დაწყებული თაგებით და დამთავრებული სტიკერებით.
4. გაუშვით საშობაო იმეილ მარკეტინგის კამპანიები
მომხმარებელთა უმეტესობა უკვე ონლაინ შოპინგობს, ამიტომაცაა საჭირო იმეილ მარკეტინგის კამპანიების ჩაშვება. კარგი იქნება, თუ ამას უკვე დაიწყებთ, რადგან ასე მათ დაგეგმვისა და მოფიქრებისთვის მეტ დროს მისცემთ და თუ არ იცით, საიდან დაიწყოთ, ახლავე გეტყვით:
· თიზერი ელ.წერილით გააჩინეთ ინტერესი და ასე ცოტა ინტრიგაც გამოიწვიეთ. ვიდეოები და გიფები გამოგადგებათ, ოღონდ ჯერ არ თქვათ, რას აპირებთ, უბრალოდ მცირე მინიშნებები მიეცით.
· გაამხილეთ საიდუმლო – აცნობეთ მომხმარებლებს ზუსტად რას მიიღებენ.
· ჩართეთ წამმზომი — მსგავსი ტაიმერები შეახსენებს მათ, რომ შობა ახლოვდება.
· გამოაცხადეთ საშობაო ფასდაკლებების დაწყება.
· გააგზავნეთ შეტყობინება ახალ წელს — უთხარით მადლობა, მიულოცეთ და აჩვენეთ, რომ ზრუნავთ.
5. მოამზადეთ სადღესასწაულო შაბლონები და სოციალური მედია კონტენტი თქვენი არხებისთვის
სადღესასწაულო სეზონი განსაკუთრებით დატვირთულია ბიზნესებისთვის, ამიტომ ჭკვიანურია სოციალური მედია კონტენტის წინასწარ დაგეგმვა:
· იმუშავეთ სამადლობელ ვიდეოზე თქვენი ლოიალური მომხმარებლებისთვის.
· გამოიყენეთ საახალწლო შაბლონები და რეკლამები.
· გამოიყენეთ ბრენდირებული საშობაო ჰეშთეგი.
· შექმენით ბრენდირებული სტიკერები მომხმარებლებისთვის, რათა შემდგომში პოსტებზე ან სთორებზე დაამატონ..
marketer.ge