5 მილიონი ევრო და ბონუსები – “ნაპოლის” საბოლოო შეთავაზება ხვიჩა კვარაცხელიას

“ნაპოლიმ” ს ახალი კონტრაქტი შესთავაზა. ამის შესახებ ინფორმაციას Corriere del Mezzogiorno ავრცელებს.
მოგეხსენებათ, სერია A-ს მეორე ტურში “ნაპოლისა” და “ბოლონიას” მატჩს ქართველის აგენტი მამუკა ჯუღელი დაესწრო, იტალიურ მედიაში კი მაშინვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართებოდა.
წყაროს ცნობით, “პარტენოპეი” ხვიჩას 5-წლიან კონტრაქტს, ანაზღაურების სახით კი 5 მილიონ ევროსა და ბონუსებს სთავაზობს. ჯერჯერობით უცნობია, ჩაიდება თუ არა ახალ ხელშეკრულებაში გამოსყიდვის პუნქტი.
შეგახსენებთ, ხვიჩას ნეაპოლელებთან მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წელს ეწურება.