5 მილიონი ევროს 59 ავტომობილი საქართველოს საბაჟოზე შეცვლილი VIN კოდებით შემოვიდა – შემოსავლების სამსახური

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო კონტროლის ფარგლებში, ბათუმის გაფორმების ეკონომიკური ზონის მებაჟე ოფიცრების მიერ, დაახლოებით 5 მილიონი ევროს ღირებულების, 59 ერთეული ძვირადღირებული ავტომობილის, კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები გამოვლინდა.
მათივე ცნობით, უფლებამოსილი პირის მიერ, ეჭვის საფუძველზე, მონაცემების შემოწმების შედეგად დადგენილი იქნა მწარმოებლის მიერ, მინიჭებული საიდენტიფიკაციო კოდის ე.წ. – VIN კოდის შეცვლის ფაქტი.
„საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს გადაეცა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრია ჯაღმაიძე: სამწუხაროა, რომ ასეთი ანგარიში შევიდა რეზოლუციაში – ამის დიაგნოზია ის, რომ თავიანთი უნიათობით, არასწორი პოლიტიკით ეკლესიისადმი მივიდნენ ამ მდგომარეობამდე, რომ საქართველოში ანტიევროპული განწყობები მატულობს