საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური ფინანსური ინსტიტუტი, საქართველოში ციფრული სფეროს განვითარებას მხარს აქტიურად უჭერს. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკი ProdAct community-სთან 2023 წლიდან თანამშრომლობს და სხვადასხვა ღონისძიებისა თუ კონფერენციის ფარგლებში ქმნის სივრცეს, რომელიც ციფრულ სფეროში მომუშავე პროფესიონალებს გამოცდილების გაცვლისა და განვითარების საშუალებას აძლევს. ProdAct community-ისა და საქართველოს ბანკის ორგანიზებით ციფრული პროდუქტების მენეჯმენტზე ორიენტირებული რიგით მეორე საერთაშორისო კონფერენცია ProdAct Conference 2024 – Tomorrow Of Digital Products 8 სექტემბერს ჩატარდება, დასწრება კი 400-ზე მეტ ვიზიტორს შეეძლება.
წლევანდელი კონფერენციის თემატიკა ციფრული პროდუქტების მომავალზე იქნება ორიენტირებული. კონფერენციის სპიკერები ციფრული პროდუქტებისა და მათი მენეჯმენტის როგორც ახლო, ასევე შორეული მომავლის ტენდენციებზე ისაუბრებენ. კონფერენციის სტუმრები კი გაეცნობიან სტრატეგიებს იმის შესახებ, თუ როგორი იქნება ციფრული პროდუქტები ხვალ, როგორ შეიცვლება მომხმარებლების ქცევა და როგორ უნდა ვუპასუხოთ ამ და სხვა გამოწვევებს. თუ ციფრული პროდუქტების მენეჯმენტითა და სამომავლო ტენდენციებით დაინტერესებული ხარ, ეს 5 მიზეზი კიდევ ერთხელ დაგარწმუნებს, რომ ProdAct Conference 2024-ს აუცილებლად უნდა დაესწრო:
სფეროს წამყვანი ექსპერტები გამოცდილებას გაგიზიარებენ
კონფერენციის ფარგლებში 30-მდე როგორც ქართველი, ასევე საერთაშორისო სპიკერის გამოსვლას შეგიძლია მოუსმინო. უცხოელ სპიკერებს შორის არიან ისეთი კომპანიების წარმომადგენლები, როგორებიცაა Google, Adobe, Spotify და სხვა. ამ და სხვა კომპანიებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ციფრულ ტრანსფორმაციაში, ProdAct Conference 2024-ზე კი თავიანთ გამოცდილებას გაგიზიარებენ. იმის შესახებ, თუ რა როლი ექნება AI-ს ახალ კომპანიებსა და კარიერულ განვითარებაში, Google-ის წარმომადგენელი, მარიუსგასიევსკი ისაუბრებს, ხოლო Adobe-ს მომხსენებელი ტარუნარორა მომხმარებელთა ქცევის მიხედვით ციფრული სტრატეგიის ანალიტიკის შესახებ მოსაზრებებს გაგვიზიარებს. ქართველ სპიკერებს შორის კი საქართველოს ბანკის თანამშრომლები – ლუკა ქობალია და ელენე ჯოხაძე არიან: ლუკა პერსონიფიცირებული და მონაცემების სხარტი ანალიზით შექმნილ ციფრულ შეთავაზებებზე, ელენე კი გადახდების ინოვაციურ გზებზე ისაუბრებს.
პანელურ დისკუსიებში მონაწილეობას შეძლებ
ტექნოლოგიური ინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენელი სპიკერების მოსმენასთან ერთად, კონფერენციის დამსწრეებს პანელურ დისკუსიებში მონაწილეობაც შეეძლებათ. პანელური დისკუსიები სამ სხვადასხვა თემაზე გაიმართება, ინტერესის მიხედვით კი, თითოეულ მათგანში შეგიძლია ჩაერთოს და პროფესიონალების აზრიც მოისმინო. ერთ-ერთი დისკუსიის თემა ტეხასის დედაქალაქ ოსტინის პერსპექტივებს შეეხება, რომელსაც მომავალ სილიკონის ველად განიხილავენ. სხვა პანელური დისკუსიები ციფრული პროდუქტების მენეჯმენტის მიმართულებით საერთაშორისო კომპანიების სამომავლო ტენდენციებსა და კულტურას შეეხება.
ვორქშოფებსა და მასტერკლასებს დაესწრები
იმისთვის, რომ ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში კარგი პროფესიონალი იყო, თეორიულ ცოდნასთან ერთად, პრაქტიკული გამოცდილების შეძენაც აუცილებელია. ProdAct Conference 2024 კი ამის შესაძლებლობას მასტერკლასებისა და ვორქშოფების ფარგლებში გაძლევს. კონფერენციის სტუმრებს საშუალება ექნებათ, დაესწრონ პრაქტიკულ ვორქშოფებსა და მასტერკლასებს რამდენიმე საინტერესო თემის ირგვლივ, რომლებიც ციფრული ინდუსტრიების აკადემიის მიერ იქნება ორგანიზებული. ვორქშოფებისა და მასტერკლასების სპიკერებთან ერთად უახლეს ტრენდებსა და საუკეთესო პრაქტიკებს უშუალოდ გაეცნობი, შესაძლებლობა გექნება კითხვები დასვა და რჩევებიც პროფესიონალებისგან მიიღო.
ნეთვორქინგის უნიკალური შესაძლებლობა გექნება
ProdAct Conference 2024-ს ციფრულ ინდუსტრიაში დასაქმებული პროფესიონალები, სტარტაპების წარმომადგენლები და ამ სფეროთი დაინტერესებული ადამიანები დაესწრებიან. წლევანდელი კონფერენცია სწორედ ის სივრცეა, სადაც თითოეულ სტუმარს აქვს შესაძლებლობა პირადად შეხვდეს ადამიანებს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ციფრულ ტრანსფორმაციაში და მათ იდეები გაუზიაროს. პროფესიონალებისგან მიღებული რჩევები კი, ციფრული პროდუქტების მიმართულებით შენი კომპანიისა თუ სტარტაპის განვითარებაში დაგეხმარება. ასე რომ, ციფრული პროდუქტების პერსპექტივებზე მსჯელობასთან ერთად, ProdAct Conference 2024-ზე უნიკალური შესაძლებლობა გექნება მნიშვნელოვანი კონტაქტები დაამყარო და მომავალი ბიზნეს პარტნიორებიც კი იპოვო.
ციფრული სამყაროს გამოწვევებსა და სიახლეებს მომზადებული შეხვდები
ბოლო წლებში ტექნოლოგიები კიდევ უფრო სწრაფი ტემპით ვითარდება, ხოლო ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში კომპანიებისთვის ციფრულ პროდუქტებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ProdAct Conference 2024 კი უნიკალური შანსია ციფრული პროდუქტების შესახებ მიმდინარე ტენდენციებს გაეცნო და მიიღო ის ცოდნა, რომელიც მუდმივად განვითარებად ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში ნავიგაციისთვის არის საჭირო. ამასთანავე, კონფერენცია შედგება როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილებისგან, რაც ნეთვორქინგთანერთად შესაძლებლობას გაძლევს, შენთვის ყველა საინტერესო თემასა თუ საკითხზე პასუხები უშუალოდ პროფესიონალებისგან მიიღო.
ProdAct Conference 2024 8 სექტემბერს სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში ჩატარდება, ბილეთების შეძენა კი ამ ბმულზე შეგიძლია.