5 მიზეზი თუ რატომ უნდა დაესწრო ProdAct Conference 2024-ს

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური ფინანსური ინსტიტუტი, საქართველოში ციფრული სფეროს განვითარებას მხარს აქტიურად უჭერს. სწორედ ამ მიზნით, ProdAct community-სთან 2023 წლიდან თანამშრომლობს და სხვადასხვა ღონისძიებისა თუ კონფერენციის ფარგლებში ქმნის სივრცეს, რომელიც ციფრულ სფეროში მომუშავე პროფესიონალებს გამოცდილების გაცვლისა და განვითარების საშუალებას აძლევს. ProdAct community-ისა და საქართველოს ბანკის ორგანიზებით ციფრული პროდუქტების მენეჯმენტზე ორიენტირებული რიგით მეორე საერთაშორისო კონფერენცია ProdAct Conference 2024 – Tomorrow Of Digital Products 8 სექტემბერს ჩატარდება, დასწრება კი 400-ზე მეტ ვიზიტორს შეეძლება.
წლევანდელი კონფერენციის თემატიკა ციფრული პროდუქტების მომავალზე იქნება ორიენტირებული. კონფერენციის სპიკერები ციფრული პროდუქტებისა და მათი მენეჯმენტის როგორც ახლო, ასევე შორეული მომავლის ტენდენციებზე ისაუბრებენ. კონფერენციის სტუმრები კი გაეცნობიან სტრატეგიებს იმის შესახებ, თუ როგორი იქნება ციფრული პროდუქტები ხვალ, როგორ შეიცვლება მომხმარებლების ქცევა და როგორ უნდა ვუპასუხოთ ამ და სხვა გამოწვევებს. თუ ციფრული პროდუქტების მენეჯმენტითა და სამომავლო ტენდენციებით დაინტერესებული ხარ, ეს 5 მიზეზი კიდევ ერთხელ დაგარწმუნებს, რომ ProdAct Conference 2024-ს აუცილებლად უნდა დაესწრო:

ასევე დაგაინტერესებთ