სწრაფი ზრდა, ერთგული მომხმარებლები, გაყიდვების მაღალი მაჩვენებლები – ეს ნებისმიერი ბიზნესის მიზნები და სურვილებია. მათ მისაღწევად კი ციფრულ სამყაროში სხვადასხვა ტექნოლოგიური ხელსაწყო შეიქმნა. მათ შორის გამორჩეულია საქართველოს ბანკის შეთავაზებების პლატფორმა – Ads მენეჯერი, რომელმაც ბიზნესის გზა, შეიძინოს მეტი ლოიალური მომხმარებელი, სრულიად გარდაქმნა. შედეგად, იგი უკვე ერთი წელია, ბიზნესებს საქართველოს ბანკის მობილბანკის, sCoolApp-ისა და Offers.bog.ge-ის 1 500 000-მდე მომხმარებელთან აკავშირებს და რამდენიმე დიდი მიზნის მიღწევაში ეხმარება.