5 მედლის შანსი – თბილისის გრანდ სლემის პირველი საშეჯიბრო დღე

თბილისში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში დღეს საქართველოს ნაკრების 14 წევრი ასპარეზობდა: ჯაბა პაპინაშვილი, ნიკა ხუზაურაშვილი, თორნიკე მაზიაშვილი, ამირან დარბაისელი (ყველა – 60 კგ), თემურ ნოზაძე, ლაშა ნადირაძე, ხვიჩა გაფრინდაშვილი, ლუკა საგანელიძე (ყველა – 66 კგ), ჯულიეტა როდონაია (48 კგ), ანანო მორგოშია (52 კგ), ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე, ნინო წიკლაური, სოფიო ბედოშვილი (ყველა – 57 კგ).
მათგან ფინალურ ბლოკში 5 ძიუდოისტს ვიხილავთ. – 57 კგ წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანი ოქროს მედლისთვის იჭიდავებს, მან მერვედფინალში ბრაზილიელი ბრიანკა რეისი დაამარცხა, მეოთხედფინალში გერმანელ პაულინე
შტარკეს სძლია, ხოლო ნახევარფინალში ხორვატი მარიცა პერიშიჩს აჯობა. ეთერი ფინალში ფრანგ მარტა ფავაზს შეხვდება. იმავე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის ნინო ლოლაძე იბრძოლებს.
– 66 კგ წონით კატეგორიაში თემურ ნოზაძე ოქროს მედლისთვის იბრძოლებს, იგი ფინალში ნეიტრალური დროშით მოასპარეზე ალბერტ ნაგუჩევს შეხვდება, ლაშა ნადირაძე და თორნიკე მაზიაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ.
ფინალური ბლოკი 17:00 საათზე დაიწყება.