5-მდე გაიზარდა ხარკოვში რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი

სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება უკრაინის ქალაქ ხარკოვში, სადაც რუსული რაკეტა მოხვდა 5-სართულიან სახლს.
საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სარაკეტო დარტყმის შედეგად დაიღუპა 5 და დაშავდა 25 ადამიანი. მანამდე დადასტურებული იყო 3 ადამიანის სიკვდილი.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლის, მიკოლა ოლეშჩუკის მიერ დღეს, 31 მაისს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, ღამის განმავლობაში ს საოკუპაციო ძალებმა ხარკოვის ოლქს ბელგოროდის ოლქიდან შეუტიეს ხუთი საზენიტო მართვადი რაკეტით(С-300/С-400). უკრაინის თავდაცვის ძალებმა ამ რაკეტების მოგერიება ვერ შეძლეს.
საჰაერო თავდაცვის სისტემების ნაკლებობას განიცდის. პარტნიორი სახელმწიფოებისგან ითხოვს ამ საშუალებებით დამატებით დახმარებას, განსაკუთრებით ხარკოვის მიმართულებით.
რუსეთის ჯარებმა 10 მაისიდან გაააქტიურეს სახმელეთო შეტევა უკრაინის ხარკოვის ოლქზე და ჩრდილოეთ ნაწილში დაიკავეს არაერთი დასახლებული პუნქტი. პარალელურად ინტენსიურად იბომბება ქალაქ ხარკოვის საცხოვრებელი რაიონები.
მაისის განმავლობაში ხარკოვში დაიღუპა რამდენიმე ათეული მშვიდობიანი მოქალაქე. მათ შორის 25 მაისს 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ჰიპერმარკეტ „ეპიცენტრზე“ ავიადარტყმას.