5 თვეში დაინიშნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ყველას შეეძლება გატესტოს საკუთარი რეიტინგი – ირაკლი კობახიძე

5 თვეში დაინიშნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ყველას შეეძლება გატესტოს საკუთარი რეიტინგი – ირაკლი კობახიძე
“თუ ვინმეს უნდა რეიტინგის შემოწმება, ზუსტად 5 თვეში, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ჩემთან ერთად დანიშნავს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ყველას შეუძლია გატესტოს საკუთარი რეიტინგი ამ არჩევნებში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კითხვაზე, თუ რატომ არ ნიშნავს ხელახალ არჩევნებს „ქართული ოცნება“ იმ ფონზე, როდესაც საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს სულელური აზრია, რომელიც მოსდით პოლიტიკოსებს.
„ასეთი სულელური აზრი მოსდით პოლიტიკოსებს, თუმცა ეს მათი უფლებაა, დემოკრატიაა საქართველოში, ადამიანებს აქვთ უფლება, ჰქონდეთ სულელური აზრებიც. რაც შეეხება რეიტინგებს, თუ ვინმეს უნდა რეიტინგის შემოწმება, ზუსტად 5 თვეში, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ჩემთან ერთად დანიშნავს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ყველას შეუძლია გატესტოს საკუთარი რეიტინგი ამ არჩევნებში,“- განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

საკადრო კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა და ამ ცვლილებების ერთ-ერთი მიზანი იყო ის, რომ კორუფციის შემცირების მიმართულებით გადაგვედგა კონკრეტული ნაბიჯები – ირაკლი კობახიძე